ბარგუზინის ნაკრძალი
ბარგუზინის ნაკრძალი (რუს. Баргузинский заповедник) — ნაკრძალი რუსეთში, ბურიატეთის რესპუბლიკაში. მდებარეობს ბარგუზინის ქედის დასავლეთ კალთებზე. ფართობი 2,482 კმ². მოიცავს ბაიკალის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსა და საკუთრივ ტბის გარკვეულ აკვატორიას. ნაკრძალს სახელი ეწოდა მდინარე ბარგუზინის მიხედვით. ტერიტორიას კვეთენ მდინარეები: დავშა, სოსნოვკა, გრომოტუხა და სხვა. რუსეთის უძველესი ნაკრძალია. შეიქმნა 1916 წლის 29 დეკემბერს სიასამურის დაცვის მიზნით. ნაკრძალის ტერიტორიაზე ბინადრობს: ლოსი, მუშკი, თეთრი კურდღელი, მურა დათვი და სხვ. სულ გვხვდება ძუძუმწოვრების 41 სახეობა. წყლის ფაუნას ქმნიან: ბაიკალის ომული, სიგი, ზუთხი და სხვ. ისტორიული ცენტრია სოფელი დავშა. 1999 წლიდან მმართველობა იმყოფება ნიჟნეანგარსკში. 1986 წლიდან შედის იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატების სიაში.
ბარგუზინის ნაკრძალი | |
---|---|
IUCN კატეგორია Ia (სახელმწიფო ნაკრძალი)
| |
მდებარეობა | ბურიატეთი, რუსეთი |
ფართობი | 2,482 კმ² |
დაარსდა | 1916 წლის 29 დეკემბერს |
მმართველი ორგანო | ბმული |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2010-01-14 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ბარგუზინის ნაკრძალი (რუსული)
- ბარგუზინის ნაკრძალი დაარქივებული 2012-09-24 საიტზე Wayback Machine. (რუსული)