ბარამბო
ბარამბო (Melissa officinalis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. ღერო და ფოთოლი შებუსული აქვს. თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები ფოთლის იღლიაში ყვავილედადაა შეკრებილი. კვერცხისებრი ფოთლის ორივე მხარე დაფარულია ეთეროვანი ზეთის შემცველი მბრწყინავი ჯირკვლებით, რომელიც მცენარეს ლიმონის სუნს აძლევს.
ბარამბო | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Melissa officinalis | ||||||||||||||
|
ველურად იზრდება ევროპის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება აგრეთვე უკრაინაში, კავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში - მთის ქვედა სარტყელში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში.
ეთერზეთოვანი და თაფლოვანი მცენარეა. კულტივირებულია ძირითადად უკრაინაში. იყენებენ პარფიუმერიასა და ხალხურ მედიცინაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 201.