ბალტოროს მყინვარი
ბალტოროს მყინვარი — ერთ-ერთი უდიდესი მყინვარი დედამიწაზე პოლარული ტერიტორიების გარეთ. მდებარეობს პაკისტანში. მისი სიგრძე შეადგენს 62 კმ-ს. ფართობი კი — 750 კმ²-ს. ფირნის ველის ხაზის საზღვარი გადის 5100 მ-ზე. იგი მდებარეობს ცენტრალურ ყარაყორუმში, ბალტორო-მუზტაგისა (ჩრდილოეთით) და მაშერბრუმის (სამხრეთით) ქედებს შორის. იგი წარმოადგენს მთავარ მისასვლელ გზას ყარაყორუმის თითქმის ყველა უმაღლეს მწვერვალამდე.
ბალტოროს მყინვარი
| |
---|---|
ბალტოროს მყინვარი | |
კოორდინატები: 35°44′11″ ჩ. გ. 76°22′51″ ა. გ. / 35.73639° ჩ. გ. 76.38083° ა. გ. | |
ქვეყანა | პაკისტანი |
ქედი | ყარაყორუმი |
ფართობი | 750 კმ² |
სიგრძე | 62 კმ |
ბალტოროს მყინვარის სიგრძე 62 კმ. იანგარიშება მის შენაკადთან ერთად, რომელსაც ეწოდება სამხრეთი გაშერბრუმი. ის სათავეს იღებს 7200 მ სიმაღლის პლატოზე, გაშერბრუმ III (7946 მ.) და გაშერბრუმ IV (7932 მ.) მწვერვალებს შორის. გაშერბრუმ IV-ის დასავლეთით, ბალტოროს მყინვარს, დაახლოებით 4600-4650 მ სიმაღლეზე, უერთდება მსხვილი შენაკადი გოდვინ ოსტენი (Godwin-Austen Glacier). მათი შეერთების შედეგად წარმოქმნილ ფართო და სწორ სივრცეს უწოდებენ კონკორდიას (Concordia). კონკორდიას ქვემოთ მყინვარი მიედინება თითქმის მკაცრად დასავლეთით და მთავრდება 3400 მ სიმაღლეზე. ის სათავეს აძლევს მდინარე შიგარს, რომელიც წარმოადგენს მდინარე ინდის შენაკადს.