ახუნი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ახუნი[1] — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქართლის ქედის დასავლეთ განშტოებაზე, მდინარე ფშავის არაგვის შენაკადის — შარახევის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2267 მ. კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზემოთ სუბალპური მდელოა. მთის აღმოსავლეთით ამავე სახელწოდების უღელტეხილზე გადადის ბილიკი ფშავიდან (ჩარგლულის ხეობიდან) ივრის ხეობაში.
ახუნი | |
---|---|
კოორდინატები: 42°17′42″ ჩ. გ. 44°55′37″ ა. გ. / 42.29500° ჩ. გ. 44.92694° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2267 მ |
ქედი | ქართლის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 307.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 21.