აჩირხა
აჩირხა[1] — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ანუხვის თემი), აფხაზეთის მთისწინეთზე, მდინარე ფსირცხის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 320 მ, შავი ზღვიდან 4 კმ, გუდაუთიდან 21 კმ.[2]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასახელწოდება ქართულია, სვანურად ჩირხვა „თეთრ ქვებს“ ნიშნავს, რომელსაც აფხაზური -ა ბოლოსართი ერთვის. ამ ადგილებში მართლაც თეთრი ქვებია, საიდანაც მომდინარეობს სოფლის სახელწოდებაც. აფხაზური ეტიმოლოგიით, აჩი – ცხენი, არხა – ველი, შესაბამისად „ცხენის ველი“.
ისტორია
რედაქტირება1949 წელს შედიოდა მეორე ანუხვის სასოფლო საბჭოში. მანამდე არ იხსენიება.[3] 1954 წლის 19 ივნისს ამოქმედდა ბრძანებულება „საქართველოს სს რესპუბლიკის ზოგიერთი სასოფლო საბჭოს გამსხვილების შესახებ“. გაუქმდა მეორე ანუხვის სასოფლო საბჭო და შეიქმნა ანუხვის სასოფლო საბჭო, რომელშიც დღემდე შედის.[4][5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 269.
- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 56.
- ↑ ბ. ხორავა, ნ. ჭანტურია, აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში, თბილისი: უნივერსალი, 2019. — გვ. 164, ISBN 978-9941-26-675-1.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4 (61), გვ. 15-16, თბ., 1954 წ. ISSN 0203-2023