აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ — ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ერთობლივი, არასავალდებულო ხასიათის ქარტია, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს და საქართველოს ნატოში მისწრაფებისადმი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს. ქარტია გაფორმდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში 2009 წლის 9 იანვარს. ხელს აწერენ: საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი.
ისტორიარედაქტირება
ოფიციალური შეხედულებით, ქარტია გაფორმებაა აშშ-საქართველოს მრავალწლიანი პარტნიორობისა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და რომელსაც უნდა დაეფუძნოს მომავალი სტრატეგიული პარტნიორობა[1]. არსებითად, ეს არის პასუხი რუსეთის ქმედებებისადმი საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში და შემდგომ[2]. ანალოგიური ქარტია გაფორმდა 2008 წლის 19 დეკემბერს აშშ-სა და უკრაინას შორის, ხოლო უფრო ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან[1].
საქართველოს სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც მოამზადებენ ქარტიის, კონკრეტულ სამოქმედო გეგმად გადაქცევის წინადადებებს.
2009 წლის 22 ივნისს, აშშ-მ და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი საბჭო დააარსეს, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ქარტიის მიზნების განხორციელებაზე. პირველი სხდომა ვაშინგტონში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეხვედრით.[3]
ტექსტირედაქტირება
ქარტია შედგება პრეამბულისა და ხუთი ნაწილისგან. შედგენილია ორ, ქათულ და ინგლისურ თანაბარ ეგზემპლიარად. პრეამბულაში დეკლარირებულია ზოგადი საკითხები, რასაც ეხება ქარტია.
შემდეგ, ქარტიის ნაწილებში დეტალურადაა გაცხადებული კონკრეტული საკითხები:
- ნაწილი I: პარტნიორობის პრინციპები
- ნაწილი II: თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში
- ნაწილი III: ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა
- ნაწილი IV: დემოკრატიის გაძლიერება
- ნაწილი V: ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული გაცვლის გაფართოება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- საქართველოს სს სამინისტრო დაარქივებული 2007-09-23 საიტზე Wayback Machine. ქარტიის ოფიციალური ტექსტი: ქართულად[მკვდარი ბმული]; ინგლისურად[მკვდარი ბმული];
- აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ — Georgian Daily, რუბრიკა პოლიტიკა/ანალიზი: შინაგანი პოლიტიკა, პარასკევი, 09 იანვარი, 2009;
- ქარტიის ტექსტი[მკვდარი ბმული] — სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 იან.'09 / 21:45;
- ინფორმაცია საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერის შესახებ[მკვდარი ბმული], საქართველოს სს სამინისტრო, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, 2009 წლის 9 იანვარი;
- ქარტიის მიმოხილვა[მკვდარი ბმული] — „სივილ ჯორჯია“, თბილისი / 9 იან.'09 / 21:10;
- United States-Georgia Charter on Strategic Partnership, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი (ინგლ.);
- აშშ-საქართველოს სტატეგიული პარტნიორობა — სიგნალი მოსკოვისათვის, გაზეთი „24 საათი“, რუბრიკა პოლიტიკა, 2008-12-22 13:09;
- ქარტია — ინტერვიუ საქ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაზეთი „24 საათი“, რუბრიკა პოლიტიკა, 2009-01-15 12:51.
- კომისია — აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სპეციალური საიტი 2012-01-20
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 გაზეთი „24 საათი“, სტ. ქარტია — ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან
- ↑ „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეძლოს საქართველოსა და უკრაინაზე რუსეთის ზეწოლის შეჩერება“, — აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, სენატორი ჰილარი კლინტონი. გაზეთი „24 საათი“, სტ. ვაშინგტონის ძლიერი წინააღმდეგობა
- ↑ „საქართველომ და აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო დააფუძნეს“. Civil.Ge. 23 ივნისი, 2009. ციტირების თარიღი: 23 ივნისი, 2009. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება);|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)