პრეამბულა (ლათ. Praeambulus — წინამავალი, წინამორბედი; ფრანგ. Préambule — წინათქმა) — რაიმე მნიშვნელოვანი აქტის, საერთაშორისო შეთანხმების, ხელშეკრულების, დეკლარაციის შესავალი ნაწილი, რომელშიც ჩამოყალიბებულია აქტის მიღების მიზეზები, მისი ძირითადი პრინციპები და მთავარი მიზნები[1]. როგორც წესი, პრეამბულას არ აქვს იურიდიული ძალა.

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა რედაქტირება

საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • პრეამბულა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სქოლიო რედაქტირება