აშშ-ის კუნძულოვანი ტერიტორიები

აშშ-ის კუნძულოვანი ტერიტორიები (ინგლ. Insular areas) — აშშ-ის ტერიტორიული სამფლობელოები, რომლებიც არ შედიან ქვეყნის რომელიმე 50 შტატის ან კოლუმბიის ოლქის შემადგენლობაში. ყველა კუნძულოვანი ტერიტორია, კუნძულ პალმირას გარდა აშშ-ის არაინკორპორირებული ტერიტორიებია, ანუ ისინი არიან სამფლობელოები და არა ქვეყნის ნაწილები. ატოლი პალმირააშშ-ის ინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორიაა, ანუ ქვეყნის ნაწილია.

ზოგიერთი კუნძულოვანი ტერიტორიების მაცხოვრებლები ითვლებიან აშშ-ის მოქალაქეებად, თუმცა არ იხდიან ფედერალურ გადასახადებს და არ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. კუნძულოვან ტერიტორიებზე დამზადებულ საქონელს შეუძლია ჰქონდეს აღნიშვნა Made in USA.

კუნძულოვანი ტერიტორიები მდებარეობენ წყნარ ოკეანეში და კარიბის ზღვაში.

აშშ-ის კუნძულოვანი ტერიტორიები მსოფლიოს რუკაზე
დროშა გერბი ტერიტორია რეგიონი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2010 წელი)
ადმინისტრაციული ცენტრი სტატუსი
1 Flag of Puerto Rico.svg Coat of arms of the Commonwealth of Puerto Rico (variant).svg პუერტო-რიკო კარიბის ზღვა 9104 3 725 789 სან-ხუანი არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორია
2 Flag of the United States Virgin Islands.svg Seal of the United States Virgin Islands.svg აშშ-ის ვირჯინის კუნძულები კარიბის ზღვა 346,36 106 405 შარლოტ-ამალია არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორია
3 Flag of Guam.svg Seal of Guam.svg გუამი წყნარი ოკეანე 541 159 358 ჰაგატნა არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორია
4 Flag of the Northern Mariana Islands.svg Seal of the Northern Mariana Islands.svg ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები წყნარი ოკეანე 463,63 53 883 საიპანი არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორია
5 Flag of American Samoa.svg Seal of American Samoa.svg ამერიკის სამოა წყნარი ოკეანე 199 55 519 პაგო-პაგო არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
6 Flag of Palmyra Atoll (local).svg პალმირა წყნარი ოკეანე 6,56 დაუსახლებელი ინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
7 Flag of Navassa Island (local).svg ნავასა კარიბის ზღვა 5,2 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
8 Flag of the United States.svg კინგმენი წყნარი ოკეანე 0,01 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
9 Flag of the Midway Islands (local).svg მიდუეი წყნარი ოკეანე 6,23 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
10 Flag of the United States.svg ჯერვისი წყნარი ოკეანე 4,45 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
11 Flag of the United States.svg ბეიკერი წყნარი ოკეანე 1,24 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
12 Flag of the United States.svg ჰოულენდი წყნარი ოკეანე 1,62 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
13 Flag of Johnston Atoll (local).svg ჯონსტონი წყნარი ოკეანე 2,52 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
14 Flag of Wake Island.svg უეიკი წყნარი ოკეანე 7,4 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
სულ 10 689 4 100 954

შენიშვნა: ცხრილში ნაჩვენებია პალმირას, ნავასას, მიდუეის, ჯონსტონის და უეიკის კუნძულების არაოფიციალური დროშები. მათი ოფიციალური დროშაა — აშშ-ის დროშა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება