კუნძული ბეიკერი (ინგლ. Baker Island) — ამერიკის შეერთებული შტატების არაინკორპორირებული არაორგანიზებული დაუსახლებელი ტერიტორია წყნარ ოკეანეში, რომელიც იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ. ბეიკერი წარმოადგენს ატოლს, რომელიც ეკვატორის სიახლოვეს მდებარეობს, ამ ტერიტორიიდან 3100 კილომეტრში მდებარეობს ჰავაის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი ჰონოლულუ. ბეიკერიდან ჩრდილოეთით 68 კილომეტრში არის კუნძული ჰოულენდი.

კუნძული ბეიკერი
მშობ. სახელი: ინგლ. Baker Island

კუნძული ბეიკერი
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 0°13′ ჩ. გ. 176°31′ დ. გ. / 0.217° ჩ. გ. 176.517° დ. გ. / 0.217; -176.517
ფართობი 1,64 კმ²
სიგრძე 1,81 კმ
სანაპიროს სიგრძე 4,8 კმ
უმაღლესი წერტილი 8 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)
ბეიკერი (კუნძული) — წყნარი ოკეანე
ბეიკერი (კუნძული)

გეოგრაფია

რედაქტირება

ბეიკერის ფართობია 1,64 კმ², სანაპიროს სიგრძე შეადგენს 4800 მეტრს. ამ ტერიტორიის უმაღლესი წერტილია 8 მეტრი. აქ კლიმატი ეკვატორულია. კუნძულზე მთელი წლის განმავლობაში დღის ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით +30 °C, ხოლო ჰაერის ტენიანობა პრაქტიკულად 90 % დაბლა არ ეშვება. რელიეფი დაბალი და ქვიშიანია ხეების გარეშე. მტკნარი წყალი პრაქტიკულად არ არის. ბეიკერზე არსებული მცენარეებიდან ძირითადად აღსანიშნავია ბუჩქები, რაც შეეხება ცხოველთა სამყაროს, კუნძულზე მრავალი ზღვის ფრინველი ცხოვრობს.

ბეიკერი აღმოაჩინეს 1818 წელს. აშშ-მა გუანოს კანონზე დაყრდნობით, რომელიც ქვეყანაში მიღებული იქნა 1856 წელს,[1][2] კუნძულზე თავისი უფლებები 1857 წელს გამოაცხადა. 1886 წლიდან 1934 წლამდე ბეიკერს ჰქონდა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსი. ორივე ქვეყანა აწარმოებდა გუანოს მოპოვებას. კუნძულის ათვისება შეწყდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე.

თანამედროვე პერიოდში აშშ-ს აქ უკავია თავისი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა რადიუსით 200 საზღვაო მილი.

  1. GAO/OGC-98-5 - U.S. Insular Areas: Application of the U.S. Constitution. U.S. Government Printing Office (1997-11-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-06. ციტირების თარიღი: 2013-03-23.
  2. The Guano Companies in Litigation--A Case of Interest to Stockholders. New York Times (1865-05-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-06. ციტირების თარიღი: 2013-03-23.