შარლოტ-ამალია
შარლოტ-ამალია (ინგლ. Charlotte Amalie) — აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი მდებარეობს კუნძულ სენტ-ტომასის სამხრეთით.
2000 წლის მონაცემებით აქ ცხოვრობს 18 900 ადამიანი.[1]
შარლოტ-ამალიას სახელი დაერქვა დანიის მეფის კრისტიან V-ის მეუღლის შარლოტ-ამალიას პატივსაცემად.
ამჟამად ქალაქში განვითარებულია ტურიზმი. აქ მდებარეობს ძველი ტაძრები და სინაგოგები.
სქოლიო
რედაქტირება