აქორის ეკლესია
აქორის ეკლესია ანუ ბღაორი[2] (სომხ. Բգավոր եկեղեցի ბგავორ ჲეკეღეც'ი) — დარბაზული ეკლესია[1] სომხეთში, ლორეს პროვინციაში, სოფელ აქორიდან ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ში, მთა ლალვარის ფერდობზე. გარშემორტყმულია კლდეებითა და ხეობებით. არც ისტორიულ წერილობით წყაროებსა და არც ეპიგრაფიკაში არ მოიპოვება ინფორმაცია ტაძრის აგების თარიღზე. მის არქიტექტურას რეგიონის სხვა ძეგლებთან (ახტალა, ქობაირი და სხვა) ბევრი საერთო ნიშანი აქვს, რის გამოც მასაც იმავე პერიოდით, XIII საუკუნით ათარიღებენ. ქართული წარწერა არ გააჩნია, მაგრამ მისი ხუროთმოძღვრული შემკულობა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა.[3]
აქორის ეკლესია | |
მაისი, 2013 | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°06′22″N 44°36′28″E / 41.106169° ჩ. გ. 44.607828° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სადავო |
ქვეყანა | სომხეთი |
პროვინცია | ლორე |
ადგილმდებარეობა | სოფ. აქორი. |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაზილიკა |
თარიღდება | XII-XIII სს. [1] |
დეტალები
| |
ტაძრის გეგმა |
გაფორმება XII-XIV სსაუკუნეების სხვა ქართული ტაძრების შემკობილობის მსგავსია, რაც მხარგრძელთა მმართველობის პერიოდში ქართველთა და სომეხთა შორის კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გამტკიცების შედეგი უნდა იყოს. ეკლესია ნახევრად დანგრეულია და არ აქვს შემონახული გადახურვა. იგი სამნავიანი კამაროვანი დარბაზია. საკურთხევლის ორივე მხარეს არის ორი ორ-სართულიანი გვერდითი კაპელა. მართკუთხა ფორმის სამლოცველო დარბაზი სამ ნავად (ნეფად) იყოფა. შუა ნავი გვერდითებზე ზომაში ორჯერ დიდია. ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი - სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (ამჟამად დახურული). კარები და სარკმლები გაფორმებულია ჩახვეული ჩუქურთმა-ორნამენტებით. მთავარი საკურთხეველი ნათდება სამი ვიწო ფანჯრიდან შემომავალი სინათლით. ფასადის ზედაპირი და ინტერიერის ზოგიერთი ნაწილი გლუვად თლილი ბაზალტით არის ნაკეთები, შიგნიდან ტაძრის კედლები კი უხეშად დამუშავებული ქვითაა დაფარული.
აქორის აღდგენა-რესტავრაციისათვის, სომხეთის 2012 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხები.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 List of Monuments in Georgia
- ↑ სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები - კატალოგი
- ↑ ჟურნალი „თბილისელები“. ციტირების თარიღი: 2011-04-11.