ქობაირის მონასტერი
ქობაირის მონასტერი — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს ქ. თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში, მთის წვერზე. თავდაპირველი სახით დაარსდა 1171 წელს, ტაშირ-ძორაგეტის მეფის, კვირიკე II-ის ასულის, მარიამის მიერ. ორი საუკუნის შემდეგ, ძლიერი მიწისვძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაინგრა. ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებით, რომელიც ქართული და ბიზანტიური ტრადიციისამებრ არიან შექმნილი.
ქობაირის მონასტერი | |
აგვისტო, 2015 | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°00′18″N 44°38′06″E / 41.005061° ჩ. გ. 44.635086° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სადავო |
ქვეყანა | სომხეთი |
პროვინცია | ლორე |
ადგილმდებარეობა | სოფ. ქობერი, თუმანიანის რაიონი. |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | მონასტერი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაზილიკა |
თარიღდება | 1171 |
ტაძარში თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელის და მისი ოჯახის საძვალე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ქობაირის მონასტრის სიახლოვეს სხვა რამდენიმე ქართული არქიტექტურის ნაშთიც მდებარეობს, რომლებიც მსურველი მნახველებისთვის სრულიად მიუდგომელია. თავად მონასტერი ნაწილობრივ დანგრეულია.
მონასტრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია არაერთი ქართული წარწერა-ეპიტაფია, რომელიც იხსენიებს მხარგრძელთა სახლის წევრებს — ივანეს, შანშეს და მის ძმა ბერ პიმენს, შალვას, ვარამს, თამარს და მის მეღლეს სულა გურკენელს. წარწერებში ასევე მოხსენიებულნი არიან სარდალ ჯაყელის ასული რუსუდანი, ასევე მხარგრძელთა მეღვინეთუხუცესი ივანე და მისი მეუღლე ხათუნა, შანშე მხარგრძელის მწიგნობართუხუცესი მათე და მისი მეუღლე თეონა.[1]
ქობერის ქართული წარწერები გვხვდება მთელ რიგ შენობებზე (დიდი ეკლესია, ეგვტერი, სამრეკლო-სამარხი), სომხური გვხვდება მხოლოდ და მხოლოდ პატარა ეკლესიაზე. ლეონ მელიქსეთ-ბეგის დასკვნის მიხედვით ეს უთუოდ იმის მაჩვენებელია, რომ მონასტერს განუცდია გარდატეხა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე იმ მხრივ, რომ წინათ ის ყოფილა სომეხთა ანტიქალკედონისტ მონოფიზიტთა სავანე, ხოლო შემდგომ გადაქცეულა სომეხ-ქართველ ქალკედონისტ მართლმადიდებელთა სავანედ, რასაც სხვათა შორის, ქართული წარწერების გარდა, ამტკიცებს მთავარი ეკლესიის საკურთხევლის აგებულება ქალკედონისტური რიტუალის მოთხოვნილებისამებრ და აგრეთვე იმავე ეკლესიისა და ეგვტერის კედლის მხატვრობა ქართული ასომთავრული წარწერებითურთ.[2]
ეტიმოლოგია
რედაქტირებასახელის ფუძე არის ქართული სიტყვა „ქვაბ“. ნაგებობა მართლაც ქვაბში, მღვიმის სიღრმეში მოთავსებული მონასტრის შთაბეჭდილებას ახდენს.[3]
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გ. კალანდია, ქ. ასათიანი. ქობერის მონასტრის უცნობი ქართული წარწერები. «Art Palace» #3 (01) დაარქივებული 06.03.2016, საიტზე Wayback Machine. 29.07.2011.
- ორი პატრიარქის დასკვნა: სომხეთში ქართული ტაძრები საფრთხეშია // "დრონი.ჯი"
- „პრესა.ჯის“ მეორე მოგზაურობა ლორეში: ქართული ეკლესია-მონასტრების მდგომარეობა გაუარესდა // Presa.ge[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გ. კალანდია, ქ. ასათიანი. ქობერის მონასტრის უცნობი ქართული წარწერები.
- ↑ ქართული ეკლესიები სომხეთში // kvirispalitra.ge
- ↑ * როგორ გადმოიწია საზღვარმა 400 მეტრით ჰუჯაბის ქართული ეკლესიის სომხეთის შემადგენლობაში მოსახვედრად, ინტერვიუ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ბონდო არველაძესთან // ჟურნალი „თბილისელები“