აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი
„აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი“, „აფხაზეთის საკათალიკოზო გამოსავალი მოსაკრებლობის დავთარი“ — დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო ყმებისა და მათი გადასახადების წიგნი ("ნუსხა"). შედგენილია 1622 წელს აფხაზეთის კათოლიკოსის მალაქიას დაკვეთით. დავთარში სრულად არის არღეწილი იმერეთის, გურიისა და ოდიშის (აფხაზეთითურთ) ტერიტორიებზე კათოლიკოსის კუთვნილი ყმა მეკომურები და მათი მეგარა-სამსახური. შეტანილია ცალ-ცალკე ცაიშის, ხონისა და ჯუმათის საეპისკოპოსოების საყმო დავთრებიც, რადგან 1622 წელს მალაქია კათოლიკოსი ცაიშელ-ჯუმათელი და ხონელი ეპისკოპოსიც იყო. დღეისათვის ხელნაწერში საჯუმათლოს დავთარი აღარ მოიპოვება, შემორჩენილია მხოლოდ ცნობები საჯუმათლოს საყმო მიწა-წყალზე მცხოვრებ მოლაშქრე მსახურ-აზნაურთა კომლობრივი რაოდენობის შესახებ.
„აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი“ მნიშვნელოვანი, სანდო წყაროა დასავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიისა და დემოგრაფიული საკითხების შესასწავლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 31.
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 252.