აფხაზეთის მოსახლეობა
აფხაზეთის მოსახლეობაზე ინფორმაცია სხვადასხვა დროს ჩატარებული მოსახლეობის აღწერების შედეგებს ეფუძნება. მის დემოგრაფიულ მახასიათებლებზე უდიდესი გავლენა იქონია აფხაზეთის ომმა და თანმხლებმა ეთნოწმენდამ ქართველების წინააღმდეგ.
სიდიდე
რედაქტირებააფხაზეთის ახლანდელი მოსახლეობის ზუსტი სიდიდე დაუდგენელია. დე-ფაქტო ხელისუფლების ცნობით მისი რიცხვი 2003 წელს იყო 215,972, 2011 წელს კი – 240,705. მონაცემები არ არის სანდო ქართული მხარისათვის. საქსტატმა 2003 წელს ივარაუდა რომ რეგიონში 179 000 ადამიანი ცხოვრობდა, უკანასკნელად, 2005 წელს კი – 178 000. გაეროს განვითარების პროგრამა 1998 წელს 180 000-ისა და 220 000-ის შუალედში ვარაუდობდა, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი 2006 წელს კი – 157 000-სა და190 000-ს შორის.[1][2]
ეთნიკური შემადგენლობა
რედაქტირებააფხაზეთი გამოირჩევა მრავალეროვნებით. მხარის უადრესი დემოგრაფიული სტატისტიკა 1886 წლის საოჯახო სიებშია, რომლის მიხედვითაც ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგში ცხოვრობდა 68 773 ადამიანი, მათგან 4166 ქართველი (3558 მეგრელი), 28 323 აფხაზი, 30 640 „სამურზაყანოელო“, 2149 ბერძენი, 1090 სომეხი, 1090 რუსი და 637 ესტონელი.
1897 წლის აღწერით აფხაზეთში 58 697 ადამიანისთვის იყო აფხაზური მშობლიური ენა, 23 810-ისათვის მეგრული, 1971-ისათვის კი ქართული. სოხუმის ოკრუგის დაახ. 100 000-იანი მოსახლეობის 3,5 %, 2 % და 1,5 %-ს შესაბამისად შეადგენდნენ ბერძნები, რუსები და სომხები. რუსეთის დროებითი მთავრობის 1917 წლის აღწერით რეგიონის სოფლის მაცხოვრებლებიდან 41,7 % (54 760) ქართველი და 30,4 % (39 915) აფხაზი იყო.
2008 წლის აგვისტოს ომის კოდორის ბრძოლის შედეგად 2000-მა სვანმა დატოვა კოდორის ხეობა. 2013 წელს ჭუბერის თემის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ხეობაში სულ 20-მდე ქართველიღა ცხოვრობდა.[3]
აღწერის წელი | ქართველები | აფხაზები | რუსები | სომხები | ბერძნები | „სამურზაყანოელები“ | სულ |
---|---|---|---|---|---|---|---|
1886 | 6.1 % (4 166)[კ 1] |
41.2 % (28 323) |
1.6 % (1 090) |
1.6 % (1 090) |
3.1 % (2 149) |
44.6 % (30 640) |
68 773 |
1897 | 24.4 % (25 873) |
55.3 % (58 697) |
4.8 % (5 135) |
6.2 % (6 552) |
5.1 % (5 393) |
106 179 | |
1926 | 33.6 % (67 494) |
27.3 % (55 918) |
6.7 % (12 553) |
12.8 % (25 677) |
7.6 % (14 045) |
201 016 | |
1939 | 29.5 % (91 967) |
18.0 % (56 197) |
19.3 % (60 201) |
15.9 % (49 705) |
11.1 % (34 621) |
311 885 | |
1959 | 39.1 % (158 221) |
15.1 % (61 193) |
21.4 % (86 715) |
15.9 % (64 425) |
2.2 % (9 101) |
404 738 | |
1970 | 41.0 % (199 596) |
15.9 % (77 276) |
19.1 % (92 889) |
15.4 % (74 850) |
2.7 % (13 114) |
486 959 | |
1979 | 43.9 % (213 322) |
17.1 % (83 087) |
16.4 % (79 730) |
15.1 % (73 350) |
2.8 % (13 642) |
486 082 | |
1989 | 45.7 % (239 872) |
17.8 % (93 267) |
14.3 % (74 913) |
14.6 % (76 541) |
2.8 % (14 664) |
525 061 | |
2003 (?) | 21.3 % (45 953) |
43.8 % (94 606) |
10.8 % (23 420) |
20.8 % (44 870) |
0.7 % (1 486) |
215 972 | |
2011 (?) | 19.2 % (46 367) |
50.7 % (122 069) |
9.1 % (22 077) |
17.4 % (41 864) |
0.6 % (1 380) |
240 705 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Population Dynamics in Georgia (PDF). United Nations Population Fund. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი 2019
- ↑ აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები (PDF). საქინფორმი. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი 2019
- ↑ „კოდორის ხეობა 5 წლის შემდეგ“. საქართველოს პირველი არხი. ციტირების თარიღი: 10 მარტი 2019. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება)
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ „სამურზაყანოელების“ გარეშე