ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში

ქართველთა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში,[1][2][3] იგივე ქართველთა გენოციდი აფხაზეთში1992-93 წლების აფხაზეთის ომის და 1998 წლის კონფლიქტის დროს, ეთნიკურ ქართველთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და იძულებითი გასახლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან. ძირითად შემთხვევებში ქართველთა გენოციდი განხორციელებული იყო აფხაზი სეპარატისტებისა და რუსი მოხალისეების მიერ. ამ დროს ასევე დაიღუპნენ სომეხი, ბერძენი, რუსი და აფხაზი მებრძოლები თუ მაცხოვრებლები. ეთნიკური წმენდის პროცესში დაახლოებით 200,000-დან 250,000-მდე ქართველი დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში. ქართველების მიზანმიმართული ხოცვა და ეთნიკური წმენდა აღიარებულ იქნა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ 1994, 1996 და 1997 წლის კონვენციებზე, ბუდაპეშტის, ლისაბონისა და სტამბოლის სამიტებზე, სადაც დაიგმო ომის დანაშაულებანი ჩადენილი კონფლიქტის პროცესში. 2008 წლის 15 მაისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია A/RES/62/249 რომელშიც იგი „ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის ეთნიკური წმენდის შედეგად დაზარალებულთა ქონების შენარჩუნებას აფხაზეთში, და მოუწოდებს ყველა წევრ ქვეყანას არ დაუშვან მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ მოქალაქეთა მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქონების უკანონო მოპოვება“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ასევე მიიღო რიგი რეზოლუციები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

აფხაზეთის ეთნიკური წმენდის მე-12 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა რომელიც ჩატარდა 2005 წელს თბილისში. გალერიის ერთ-ერთმა სტუმარმა გამოფენილ სურათზე საკუთარი შვილი ამოიცნო.

წყაროები

რედაქტირება
  1. Budapest Declaration and Geneva Declaration on Ethnic Cleansing of Georgians in Abkhazia between 1992 and 1993 adopted by the OSCE and recognized as ethnic cleansing in 1994 and 1999
  2. The Guns of August 2008, Russia's War in Georgia, Svante Cornell & Frederick Starr, p 27
  3. Anatol Lieven, "Victorious Abkhazian Army Settles Old Scores in An Orgy of Looting, The Times, 4 October 1993