აფშერონსკი
ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარის სამხრეთ ნაწილში, აფშერონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტ
აფშერონსკი (რუს. Апшеронск) — ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარის სამხრეთ ნაწილში, აფშერონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[1] 39 488 მცხოვრები (2020).[2] მდებარეობს კავკასიონის მთისწინეთში, მდინარეების ფშეხისა და ტუხის (ყუბანის აუზი) ნაპირზე.[1] რკინიგზის სადგური არმავირ — ტუაფსის ხაზის შტოზე.[3][4] დაარსდა 1863 წელს როგორც სტანიცა აფშერონსკაია.[1] ქალაქია 1947 წლიდან.[3][4] ქალაქში არის ხე-ტყისა და ხის დასამუშავებელი მრეწველობის საწარმოები (დახერხილი ხე-ტყის, პარკეტის, სამასალე მერქნის წარმოება); განვითარებულია ნავთობმრეწველობისა და ხის დასამუშავებელი მოწყობილობების წარმოება; მთის მდინარე სერებრიაჩკას ბუნებრივი წყლის საფუძველზე სასმელების ჩამოსხმა.[1] საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ავტოსარემონტო ქარხანა, სრესი.[3][4]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
აფშერონსკი Апшеронск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | კრასნოდარის მხარე | ||||
რაიონი | აფშერონსკის რაიონი | ||||
კოორდინატები | 44°27′39″ ჩ. გ. 39°44′26″ ა. გ. / 44.46083° ჩ. გ. 39.74056° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1863 | ||||
ადრეული სახელები | აფშერონსკაია | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1947 | ||||
ფართობი | 28 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 203 მ | ||||
კლიმატის ტიპი | ზომიერი | ||||
მოსახლეობა | 39 488 კაცი (2020) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 86152 | ||||
საფოსტო ინდექსი | 352690 | ||||
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 АПШЕРОНСК // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 133.
- ↑ Оценка численности населения на 1 января 2020 года по муниципальным образованиям Краснодарского края. krsdstat.gks.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.06.2021. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2020.
- ↑ 3.0 3.1 3.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 29.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Апшеронск // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 2 — М., 1970.