აფროევრაზია
აფროევრაზია[1] (უფრო ხშირად აფრაზია[2] ან ევრაფრაზია[2]) — სუპერკონტინენტი და დედამიწის უმსხვილესი ხმელეთის მასივი. აერთიანებს აფრიკასა და ევრაზიას (ეს უკანასკნელი თავის მხრივ, იყოფა ევროპად და აზიად). ზედაპირის ფართობი უდრის 84 980 532 კმ²-ს, ხოლო მოსახლეობა დაახლ. 6.7 მილიარდ კაცს (2019), რაც მსოფლიო მოსახლეობის 86 % შეადგენს. იგი ცნობილია აგრეთვე როგორც ძველი სამყარო, რომელიც უპირისპირდება ამერიკის კონტინენტს, რომელიც თავის მხრივ, ცნობილია როგორც „ახალი სამყარო“.
აფროევრაზია იხსენიება როგორც „მსოფლიოს კუნძული“, რომლის სახელწოდება შემოგვთავაზა ცნობილმა ინგლისელმა გეოგრაფმა ჰელფორდ ჯონ მაკინდერმა თავის სტატიაში „ისტორიის გეოგრაფიული ღერძი“. ტერმინი არ შეიცავს კუნძულებსა და არქიპელაგებს.
გეოლოგიაში მიიჩნევა, რომ როდესაც აფრიკა ევროპას შეეჯახება, აფროევრაზია სუპერკონტინენტად გარდაიქმნება. სავარაუდოდ, ყოველივე ეს მოხდება 600 000 წელიწადში, როდესაც ესპანეთის სამხრეთი წერტილი მიაღწევს აფრიკის კონტინენტს. ამის შემდეგ ხმელთაშუა ზღვა იზოლირებას დაექვემდებარება. აფრიკისა და ევროპის საბოლოო შერწყმა სავარაუდოდ 50 მლნ. წლის შემდეგ მოხდება. შედეგად წარმოიქმნება სრულიად ახალი მთათა სისტემები.[3] ჩვეულებრივ აფროევრაზია იყოფა სუეცის არხის გავლით აფრიკად და ევროპად.
გეოგრაფიული რეგიონები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Frank, Andre G. (1998), ReORIENT: Global Economy in the Asian Age, University of California Press, ISBN 978-0-520-21474-3
- ↑ 2.0 2.1 For example, Henry Field uses both terms in The University of California African Expedition: I, Egypt. American Anthropologist, New Series, Vol. 50, No. 3, Part 1 (Jul. - Sep., 1948), pp. 479-493.
- ↑ Africa will collide with Europe and Asia, 50 Million years from now