არხოტი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

(გადამისამართდა გვერდიდან არხოტი (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი))

არხოტი[2] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შეხვეტილის თემში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1230 მ სიმაღლეზე. ქალაქ თეთრიწყაროდან დაშორებულია 59 კილომეტრით.

სოფელი
არხოტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი შეხვეტილა
კოორდინატები 41°41′59″ ჩ. გ. 44°17′09″ ა. გ. / 41.69972° ჩ. გ. 44.28583° ა. გ. / 41.69972; 44.28583
ცენტრის სიმაღლე 1230
მოსახლეობა 16[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 56 %
ოსები 44 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
არხოტი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
არხოტი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
არხოტი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
არხოტი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
არხოტი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
არხოტი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

სოფელში პატარა ბორცვზე დგას ღვთისმშობლის ძველი ეკლესია, რომელიც XVIII–XIX საუკუნეებშია გადაკეთებული. ეკლესიის ირგვლივ დიდი სასაფლაოა. შუა სოფელში დგას სტელა, რომელზეც რელიეფურადაა გამოსახული ხელი და ორი ჯვარი. წარწერის მიხედვით იგი XIII საუკუნეს მიეკუთვნება. სოფლის მახლობლად, სამხრეთით 2 კმ-ზე, მთის ფერდობზე, ხშირ ტყეში დგას თლილი ქვით შემოსილი შუა საუკუნეთა დარბაზული ეკლესია, რომლის კედლებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი რელიეფური კომპოზიციაა. ინტერიერში შემონახულია ბრწყინვალედ მოჩუქურთმებული XIII საუკუნის კანკელი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 16 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 20 9 11
2014[1]   16 7 9

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 619.
  • ციციშვილი ი., მატერიალური კულტურის ძეგლები ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით, «ძეგლის მეგობარი», 1980, № 54.