არხისპირა
არხისპირა[1] (ლათ. Oenánthe) — ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მოიცავს რამდენიმე სახეობას, რომელიც ძლიერ ნეიროტოქსინებს შეიცავს და რამდენიმე ისეთ სახეობას, რომელიც სუნელის სახით გამოიყენება. წყლის ან ჭაობის მცენარეებია. ღერო ხშირად წყალშია მოქცეული, რომელსაც ხშირად აქვს გაბერილი კვანძთშორისები. ფესვი ამობერილებით ან ბოლქვიანია. ფოთლები 1–3-ჯერაა თათისებრ დანაკვთული, ზოგჯერ, წყალქვეშ განვითარებული ფოთლები უფრო მეტადაა დანაკვთული. რთული ქოლგები თეთრ ყვავილებიანია, შეკრებილია კენწრულ ან უბის ყვავილედებად. შესაძლებელია საბურველის არსებობაც. ჯამი მწარე ჯამის ფოთლებისგან შედგება, მსხმოიარობის დროს ჩვეულებრივ არ სცვივა. ნაყოფი ცილინდრისებური, უკუკონუსისებურ-კვერცხისებრი ფორმისა ან მრგვალია, ბოლოში შევიწროებული ან მიჭყლეტილი.
არხისპირა | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||||
Oenanthe ([Tourn.] L., 1753) | ||||||||||||||||
|
იავური არხისპირა აზიის ხალხებს სამზარეულოში გამოიყენება, როგორც ბოსტნეული და სუნელი სხვადასხვა საკვებში. შესაძლებელია მისი ცოცხლად და დამზადებული სახით გამოყენება, ზოგჯერ აკონსერვებენ. ძველ ჩინეთში ითვლებოდა დელიკატესად. იაპონიაში VIII საუკუნის შუა ხანებიდანაა ცნობილი. 1975 წლიდან მოყავთ აშშ-ის ონტარიოს შტატში. გამოყვანილია რამდენიმე ჯიში მისაღები ფოთლის ფორმებითა და ყუნწის შეფერილობით.[2] მდიდარია A ვიტამინით, კალციუმითა და რკინით, აგრეთვე შეიცავს აშკარა რაოდენობის რიბოფლავინს.[3]
გამოიყენება როგორც ფუნგიციდური და ბაქტერიციდული ნივთიერება.
სახეობათა უდიდესი ნაწილი ცნობილია ძველი სამყაროს (ევრაზია, ჩრდილოეთი აფრიკა) სხვადასხვა რეგიონებიდან, Oenanthe sarmentosa ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში აღმოცენდა, Oenanthe pringle — მექსიკაში.[4]
ლიტერატურა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ არხისპირა. ბოტანიკური ლექსიკონი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2019.
- ↑ Hanelt, P. Mansfeld's Encyclopedia of Agricultural and Horticultural Crops. — Berlin, 2001. — P. 1297—1298. — ISBN 3-540-41017-1.
- ↑ Simoons, F. J. Food in China, a Cultural and Historical Inquiry. — Boca Raton, 1990. — P. 167. — 559 p. — ISBN 0-8493-8804-X.
- ↑ Abrams, L.; Ferris, R.S. An Illustrated Flora of the Pacific States. — 1951. — Vol. III. — P. 238. — 874 p. — ISBN 0-8047-0005-2.