ფუნგიციდები (ლათ. fungus — სოკო და caedo — ვკლავ) — პესტიციდების ერთ-ერთი ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ მოსპონ და შეზღუდონ მცენარეთა დაავადებების გამომწვევთა განვითარება. ფუნგიციდებს უმთავრესად მცენარეთა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ იყენებენ. მათ შესწევთ უნარი მოსპონ სოკოები (ფუნგიციდური მოქმედება), შეაჩერონ მათი განვითარება (ფუნგისტატიკური მოქმედება) ან დაუკარგონ სპორებს გამრავლების უნარი (გენოსტატიკური მოქმედება). არსებობს ფუნგიციდების შემდეგი სახეები:

არაორგანული ფუნგიციდებიდან სასოფლო-სამეურნეო წარმოების პრაქტიკაში იყენებენ სპოლენძის (შაბიამანი, სპოლენძის ქლორჟანგი), გოგირდის (დაფქული და კოლოიდური გოგირდი) და სხვა ნაერთებს, ხოლო ორგანული ნივთიერებებიდან — დითიოლარბამატების (ცინები, კუპროცინ-1, პოლიმარცინი, პოლიკარბაცინი), ფტალიმიდების (კაპტანი, ფტალანი). დინიტროალკალფენოლის ეთერების (კარატანი), ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთების (გრანოზანი), ოქსატინებისა (ვიტაქსი) და ბენზინმიდაზოლის (ბენომილი) ნწარმებს.

ფუნგიციდებს იყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლის შესაწამლად, ნიადაგის დასამუშავებლად, მცენარის სვენებისა და ვეგეტაციის პერიოდში შესასხურებლად, პროდუქტების საცავებისა და საწყობების დეზინფექციისათვის.

დაავადებათა გამომწვევ ორგანიზმებზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით ფუნგიციდები იყოფა დაცვით და სამკურნალო პრეპარატებად, ხოლო მცენარის ქსოვილებში შეჭრისა და გადაადგილების ინტენსივობის მიხედვით — კონტაქტურ, ტრანსლამინარულ და სისტემურ პრეპარატებად.

  • დაცვითი (პროფილაქტიკური) ფუნგიციდები ხელს უშლის მცენარის ჯანსაღ ორგანოებზე ინფექციის დასახლებას და გამორიცხასვს მათ დაავადებას;
  • სამკურნალო (გამანადგურებელი) პრეპარატები დაავადებულ ორგანოზე სპობს დაავადებათა გამომწვევ სოკოვან ორგანიზმებს და აჯანსაღებს მცენარეს;
  • კონტაქტური ფუნგიციდები რჩება მცენარეზე და ანადგურებს მათთან კონტაქტში მყოფ სოკოვან ორგანიზმებს;

ლიტერატურა

რედაქტირება