არღავანი
არღავანი, იუდას ხე (ლათ. Cercis siliquastrum) — ფოთოლმცვივანი ხე ან ბუჩქი ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახისა. სიმაღლე - 7-8 მ-მდე, ქერქი მურა-ყავისფერი, ფოთლები — მომრგვალო-თირკმლისებრი, ძირში ღრმად გულისებრი, 8-10 სმ სიგრძე-სიგანისა. ახასიათებს კაულიფლორია. აპრილში, ფოთლის გამოტანამდე გამოაქვს მოვარდისფრო ყვავილი.
არღავანი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Cercis siliquastrum | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 19375494 | ||||||||||||||
|
10-12 სმ სიგრძის პარკი სექტემბერში მწიფდება. გავრცელებულია მცირე აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ქვა-ღორღიან და კირიან ნიადაგებზე. გვხვდება აგრეთვე კავკასიაში, ყირიმსა და შუა აზიაში გაველურებული სახით.
საქართველოში ხარობს მთის ქვედა სარტყელში აფხაზეთში, აჭარასა და ქართლ-კახეთში. იტანს ჰაერის სიმშრალეს, სითბომომთხოვნია, ნელა იზრდება, ეფექტიანი დეკორატიული მცენარეა, მეტადრე ყვავილობის დროს. არღავანის მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში. ზოგიერთ კუთხეში უწოდებენ ატმიყვავილას.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
არღავანი Cercis siliquastrum Judasbaum
-
არღავანი Cercis siliquastrum Judasbaum
-
Cercis siliquastrum Judasbaum
ლიტერატურა
რედაქტირება- მირზაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 612.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mabberley, D.J. (2008). Mabberleys's plant-book, 3, Cambridge University Press, გვ. 170. ISBN 9780521820714.