ცეზალპინიისებრნი
ცეზალპინიისებრნი[1] (ლათ. Caesalpinioideae) — მცენარეთა ქვეოჯახი პარკოსანთა ოჯახისა. ცნობილია 150-მდე გვარის 2800-მდე სახეობა. ტროპიკული და სუბტროპიკული ხეები ან ბუჩქებია, იშვიათად ლიანები და ბალახები. მათ შორისაა დეკორატიული არღავანი, რომელსაც მთლიანი ფოთლები და კაშკაშა ვარდისფერი ყვავილები აქვს, რომლებიც ვითარდება არამარტო ტოტებზე, არამედ ტანზეც; პერნამბუკის ხე, რომელიც ძვირფასია წითელი მერქნის გამო. სამხრეთამერიკულ გვარ Mora-ს სახეობები ტროპიკების გიგანტებია, მათ შორისაა მაღალტანიანი M. excelsa, რომელიც 40–50 მეტრს აღწევს, და ზეთოვანი M. oleifera, რომელიც გამოირჩევა მასიური თესლებით (18 სმ-მდე დიამეტრის). საჭმელად ვარგისია კერატის თესლები, ამ უკანასკნელის მასის მუდმივობის (დაახლ. 200 მგ) წყალობით, ძვირფასი ლითონებისა და ქვების მასის საზომი გახდა — კარატი (<ძვ. ბერძნ. χερατιον — რქა). ტროპიკების ულამაზეს ხედ ითვლება Amherstia nobilis, მიანმარის ენდემი. დეკორატიულობის მხრივ მას ეცილება მხოლოდ სამეფო დელონიქსი (Delonix regia), რომელსაც მარჯნისფერ-წითელი ყვავილები აქვს; კულტივირებულია ტროპიკებში, ისევე როგორც ცეზალპინიისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლები, მ.შ. სამკურნალო და საჭმელი მცენარეები კასიას და თამარინდის გვარებიდან.[2]
ცეზალპინიისებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სამეფო დელონიქსი (Delonix regia) | |||||||||||||
ულამაზესი ცეზალპინია (Caesalpinia pulcherrima) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Caesalpinioideae DC., 1825 | |||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ხინთიბიძე ლ., პარკოსნები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 691.
- ↑ Сытин А. К. Бобовые // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 621–622.