კასია (მცენარე)
კასია (ლათ. Cassia) — მრავალწლოვანი ბალახის, ბუჩქების ან ტანდაბალი ხეების გვარი ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახისა.
კასია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხიარიშამბარი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cassia | ||||||||||||
|
500-600 სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. სამკურნალო მნიშვნელობა აქვს სინამაქის ხეს (ლათ. Cassia acutifolia), რომლის სამშობლოდ სუდანს მიიჩნევენ. მისი ერთწლიანი კულტურა გვხვდება შუააზიასა და ყაზახეთში. საქართველოში ხარობს სუბტროპიკულ მცენარეთა სარტყელში.
ბუჩქის სიმაღლე 1,5 მ აღწევს. სამკურნალოდ იხმარება მისი ფოთოლი, რომელიც „ალექსანდრიული ოტლის“ (სინამაქის ფოთლის) ან სენას სახელით არის ცნობილი, და პარკი (ალექსანდრიული პარკი); შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს, იყენებენ საფაღარათო საშუალებით, ისე როგორც Cassia angustifolia-ს და Cassia obovota-ს. ხიარიშამბარი ანუ ხეჩერჩხელა (ლათ. Cassia fistula) საქართველოში ეგვიპტიდან შემოიტანეს და საფაღარათო საშუალებად ხმარობდნენ. მისი ქერქი შედიოდა პირში გამოსავლები კეთილსურნელოვანი ნარევის სუნონის შემადგენლობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- წუწუნავა ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 423.