არფიარ არფიარიანი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 23 ოქტომბერი 2018. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

არფიარ არფიარიანი (სომხ. Արփիար Արփիարյան; დ. 21 დეკემბერი, 1852, კონსტანტინოპოლი — გ. 12 თებერვალი, 1908, კაირო) — XIX საუკუნის გავლენიანი სომეხი მწერალი, სომხურ ლიტერატურაში რეალიზმის პიონერი და პოლიტიკური აქტივისტი.

არფიარ არფიარიანი
დას. სომხ. Արփիար Արփիարեան
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1851(1851-12-21)[1] [2]
დაბადების ადგილი სამსუნი, ოსმალეთის იმპერია[1] [2]
გარდაცვალების თარიღი 12 თებერვალი, 1908(1908-02-12)[1] [2] (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი კაირო, Khedivate of Egypt[1] [2]
საქმიანობა მწერალი[1] [2] , პუბლიცისტი[1] [2] , ლიტერატურული კრიტიკოსი[1] [2] , რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე[2] და პოლიტიკოსი
ეროვნება სომხები[3] [1]
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
ალმა-მატერი Monastery of San Lazzaro degli Armeni და Murad-Raphaelyan College[1]

დაიბადა 1852 წელს მისი მშობლების გემზე, რომელიც სამსუნიდან კონსტანტონოპოლში მიემგზავრებოდა. ოჯახი ორთაქიუღის გარეუბანში დასახლდა, სადაც არფიარი თარქმენჩათის სომხურ სკოლაში მიაბარეს. 1867 წელს ის ვენეციაში გააგზავნეს მურატ-რაფაელიანის სკოლაში სასწავლებლად. აქ ის სომხურ ენასა და ისტორიას სწავლობდა ღევონდ ალიშანის ხელმძღვანელობით. აქვე გაეცნო იგი ფრანგულ და იტალიურ ლიტერატურას. კონსტანტინოპოლში დაბრუნებულს მას სომხურ პატრიარქატში მდივნის სამსახურს იწყებს.

1877–1878 წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, იყო კონსტანტინოპოლელი კორესპონდენტი გაზეთ „მშაკისა“, რომელიც თბილისში გამოდიოდა, ხოლო შემდგომ ამ გაზეთის ფურცლებზე 30 წლის მანძილზე აშუქებდა დასავლეთ სომეხთა კულტურულ და პოლიტიკური ცხოვრების საკითხებს. მის კალამს ეკუთვნის ნოველების კრებული „ცხოვრების სურათები“ (1885), მოთხრობები „ჩერჩეტი“ (1886), „შვილობილი“ (1894), „ოქროს სამაჯური“, რომელიც 1905—1907 წლების პერიოდში მწერლის რადიკალურ განყწობილებებს გადმოსცემს, და სხვა ნაწარმოებები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება