მშაკი
„მშაკ“ — სომხური ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი. გამოდიოდა 1872—1920 წლებში თბილისში, დააარსა გრიგოლ არწრუნიმ. გაზეთი ლიბერალურ-ბურჟუაზიული პოზიციებიდან აკრიტიკებდა რეაქციულ სამღვდელოებას, კონსერვატორებს. აშუქებდა თურქეთში მყოფი სომხების ცხოვრებას, სომხური ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარების საკითხებს, ბეჭდავდა რაფის, რაფაელ პატკანიანის,ალექსანდრე შირვანზადესა და სხვა ნაწარმოებებს. 1917—1920 წლებში გაზეთი ბურჟუაზიულ ნაციონალიზმის რუპორად იქცა. გ. არწრუნის გარდაცვალების შემდეგ (1892) „მშაკის“ რედაქტორები იყვნენ ა. ქალანთარი, ა. არაქელიანი და სხვები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 240.