არისტიდიშ პერეირა

არისტიდიშ მარია პერეირა (პორტ. Aristides Maria Pereira , დ. 17 ნოემბერი 1923, კ. ბოა-ვიშტა, კაბო-ვერდე — გ. 22 სექტემბერი, 2011, კოიმბრა, პორტუგალია) — კაბო-ვერდესა და გვინეა-ბისაუს რესპუბლიკის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. გვინეისა და მწვანე კონცხის კუნძულების დამოუკიდებლობის აფრიკულ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. კაბო-ვერდეს პრეზიდენტი 1975 წლის 8 ივლისიდან 1991 წლის 22 მარტამდე.

არისტიდიშ მარია პერეირა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ქალაქ ბისაუს ტექნიკური სკოლა რადიოტელეგრაფისტის სპეციალობით.

  • 1956 წელს დაიწყო ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა პორტუგალიელი კოლონიზატორების წინააღმდეგ. ერთ-ერთი დამაარსებელი პაიგკ-ისა.
  • 1960-1964 წლებში იმყოფებოდა ემიგრაციაში.
  • 1964-1973 ეკავა პარტიის გენერალური მდივნის მოადგილის პოსტი.
  • 1973 წლის ივლისში პარტიის მეორე ყრილობაზე აირჩიეს გენერალურ მდივნად.
  • 1975-1991 წლებში კაბო-ვერდეს პრეზიდენტი.

1975 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პარლამენტმა აირჩია ქვეყნის პირველ პრეზიდენტად. სურდა გაეერთიანებინა გვინეა-ბისაუ და კაბო-ვერდე, მაგრამ გვინეა-ბისაუს ხელისუფლებაში ჟოან ბერნარდო ვიეირას მოსვლის შემდეგ იძულებული იყო უარი ეთქვა ამ იდეაზე. საგარეო პოლიტიკის მხრივ ავითარებდა მიუმხრობლობის პოლიტიკას და კარგ ურთიერთობებს ჩინეთთან და ლიბიასთან. მისი მმართველობის პერიოდში თავი მოიყარა საკმაოდ ბევრმა სოციალ-ეკონომიურმა პრობლემებმა, რაც აისახა კიდეც პირველივე თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებში: არისტიდიშ პერეირა დამარცხდა ანტონიუ მონტეიროსთან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
კაბო-ვერდეს პრეზიდენტი

19751991
შემდეგი:
ანტონიუ მონტეირო