ანტონიუ მონტეირო
ანტონიუ მანუელ მაშკარენიაშ გომეშ მონტეირო (პორტ. António Manuel Mascarenhas Gomes Monteiro; დ. 16 თებერვალი 1944, სანტა-კატარინა, კაბო-ვერდე — გ. 16 სექტემბერი, 2016, პრაია, კაბო-ვერდე) — კაბო-ვერდეს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, პრეზიდენტი 1991 წლის 22 მარტიდან 2001 წლის 22 მარტამდე.
მიიღო სამართლის დიპლომი ლევენის კათოლიკურ სკოლაში (ბელგია). 70-იან წლებში დააარსა კაბო-ვერდეს ადვოკატთა ასოციაცია.
- 1977–1980 წლებში ეკავა კაბო-ვერდეს ეროვნული ასამბლეის გენერალური მდივნის თანამდებობა.
- 1980–1990 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
1991 წელს გახდა კაბო-ვერდეს პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. კანდიდატად წარადგინა პოლიტიკურმა პარტიამ მოძრაობა დემოკრატიისათვის, დაამარცხა არისტიდიშ პერეირა, ხელახლა აირჩიეს 1996 წელს. 1992 წელს მონაწილეობდა ანგოლაში კეთილი ნების მისიაში, მას შემდეგ, რაც 1992 წელს ქვეყანაში პირველად ჩატარდა თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები. 1994 წელს ხელი მოაწერა ლუსაკის პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც დამყარდა მშვიდობა ანგოლაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.bu.edu/aparc/presidents/monteiro/index.html დაარქივებული 2008-05-16 საიტზე Wayback Machine.
წინამორბედი: არისტიდიშ პერეირა |
კაბო-ვერდეს პრეზიდენტი 1991 – 2001 |
შემდეგი: პედრუ პირეში |