პედრუ ვერონა როდრიგეშ პირეში (პორტ. Pedro Verona Rodrigues Pires, დ. 29 აპრილი 1934, კაბო-ვერდე) - კაბო-ვერდეს პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი (1975-1991) და პრეზიდენტი 2001 წლის 22 მარტიდან.

პედრუ ვერონა როდრიგეშ პირეში

ბიოგრაფია

რედაქტირება

პედრუ პირეში დაიბადა 1934 წლის 29 აპრილს კუნძულ ფოგუზე. სწავლობდა ლისაბონის უნივერსიტეტში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1961 წელს გაწევრიანდა გვინეისა და მწვანე კონცხის კუნძულების დამოუკიდებლობის აფრიკულ პარტიაში .

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

პორტუგალიისაგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ გახდა ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი და ამ თანამდებობაზე დარჩა 1991 წლის 4 აპრილამდე. 1991 წლის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის დამარცხების შემდეგ გადავიდა ოპოზიციაში.

2001 წლის ორტურიან საპრეზიდენტო არჩევნებში 12 ხმით დაამარცხა კონკურენტი კარლუშ ვეიგა და გახდა ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი. 2006 წელს დაახლოებით 2 %-იანი უპირატესობით მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და სახელმწიფოს სათავეში რჩება 2011 წლამდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ანტონიუ მონტეირო
კაბო-ვერდეს პრეზიდენტი

2001 - 2011
შემდეგი:
ჟორჟ კარლუშ ფონსეკა