არაქსი
(გადამისამართდა გვერდიდან არეზი)
არაქსი, არეზი, (თურქ. Aras, სომხ. Արաքս, აზერ. Araz, სპარს. ارس, ბერძ. Αράξες, ძვ. ქართ. რახსი, არეზი) — მდინარე ამიერკავკასიაში, მტკვრის უდიდესი შენაკადი. მიედინება თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1072 კმ, აუზის ფართობი 102 ათ. კმ². სათავე აქვს ბინგოლის ქედზე (თურქეთი). ზემო დინებაში მთის ტიპის მდინარეა. მისი შენაკადებია: მარცხნივ - ახურიანი, რაზდანი, არფა, ვოროტანი, მარჯვნივ - გოთური და ყარასუ. საზრდოობს უმეტესად თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. იყენებენ სარწყავად. ყოველწლიურად გამოაქვს 7,6 კმ² წყალი და 16 მლნ. ტ ნატანი.
არაქსი თურქ. Aras, სომხ. Արաքս, აზერ. Araz, სპარს. ارس | |
---|---|
არაქსი რუკაზე | |
ქვეყანა | თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი |
ქალაქები | ჯულფა, ორდუბადი, აგარაკი, მეღრი, საათლი |
მარჯვენა შენაკადები | გოთური და ყარასუ |
მარცხენა შენაკადები | ახურიანი, რაზდანი, არფა, ვოროტანი |
სათავე |
ბინგოლის ქედი 39°21′29″ ჩ. გ. 41°18′32″ ა. გ. / 39.35806° ჩ. გ. 41.30889° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | თურქეთი |
შესართავი |
მტკვარი (აზერბაიჯანი) 40°01′06″ ჩ. გ. 48°27′13″ ა. გ. / 40.01833° ჩ. გ. 48.45361° ა. გ. |
სიგრძე | 1072 კმ |
აუზის ფართობი | 102 000 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
არაქსი ვიკისაწყობში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 544-545.