არაშ ლაბაფი (სპარს. آرش لباف, ɒːˈɾæʃ ɛ læˈbbɒːf; დ. 23 აპრილი, 1977), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით არაშიირანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი.

არაში

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 აპრილი, 1977(1977-04-23)[1] (47 წლის)
დაბ. ადგილი თეირანი[2]
საიტი arash.com
arash.com
არაში ვიკისაწყობში

2009 წელს აისელ თეიმურზადესთან ერთად წარადგინა აზერბაიჯანი ევროვიზიაზე. შეასრულეს სიმღერა „Always“. დაიკავეს მე-3 ადგილი. არაში აგრეთვე არის ბრიტანული ტალანტ შოუ „Got Talent“-ის ირანული ფრენჩაიზის ჟიურის წევრი.[3]

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

არაშ ლაბაფი დაიბადა თეირანში, ირანში. ის და მისი მშობლები ცხოვრობდნენ მელატ პარკის სიახლოვეს. ათი წლის ასაკში ოახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად შვედეთში, სადაც დღმდე ცხოვრობს. ერთ-ერთ ინტერვიუში BBC-ის ირანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში მან აღნიშნა რომ დედამისი და მამამისი არიან ირანული ქალაქებიდან შირაზი და ისფაჰანი.[4][5]

არაშმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ დაინტერესებულია ფეხბურთით. გამოშვებული აქვს სიმღერები ფეხბურთის შესახებ.[5] აგრეთვე, ერთ-ერთ ინტერვიუში Deutsche Welle-სთან განცხადა რომ ბავშვობიდან დაინტერესებული იყო სიმღერით და თავის მეგობრებთან ერთად შექმნა მცირე ჯგუფი.[6]

 
არაში ლას-ვეგასში (2008)

არაშმა თქვა, რომ მიზეზი, რის გამოც იგი ირჩევს სიმღერას მშობლიურ ენაზე, არის მისი „ღრმა მიჯაჭვულობა ირანთან და ირანულ კულტურასთან“.[7]

მისი სადებიუტო ალბომი „Arash“ 2005 წლის ივლისში გამოშვებული იქნა„Warner Music Sweden“-ის მიერ, მას შემდეგ რაც დაასრულა კოლეჯში სწავლა. მისი სინგლები „Boro Boro“ („წადი“) და „Temptation“ (ft. რებეკა). მოხვდა ჰიტების სიაში ევროპაში და მათმა ვიდეოებმა მოიპოვა მნიშვნელოვანი პოპულარობა მთელს მსოფლიოში MTV–ს 20–ზე მეტ გამოშვებაში. გარდა წარმატებებისა თავისი ქვეყნის მუსიკალურ ჩარტებში, კერძოდ შვედეთსა და ირანში, პროდიუსერმა არაშმა მიაღწია წარმატებებს განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ჩარტებში, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, საბერძნეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, უნგრეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, რუმინეთი, თურქეთი. აგრეთვე აზიის ქვეყნების მუსიკალურ ჩარტებში, როგორიცაა ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ავღანეთი, უზბეკეთი და ახლო აღმოსავლეთის არაბული ქვეყნები. მისი სინგლები ბევრჯერ მოხვდა შვეიცარიისა და ფინეთის ჩარტებში. გარდა ამისა არაში განსაკუთრებით პოპულარულია პოლონეთში.

ევროვიზია 2009

რედაქტირება
 
არაში აისელთნ ერთად „ევროვიზია 2009“-ზე, მწვანე ოთახში.

2009 წლის იანვარში არაში İTV-ს (აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებელი) მიერ აზერბაიჯანელ მომღერალ აისელ თეიმურზადესთან ერთად შერჩეული იქნა აზერბაიჯანის წარმომადგენლად „ევროვიზია 2009“-ზე,[8] სიმღერით „Always“. აისელი გახდა პირველი ქალი რომელმაც წარადგინა აზერბაიჯანი ევროვიზიაზე. 2009 წლის 16 მაისს აისელ თეიმურზადემ და არაშიმ 25 ფინალისტს შორის 207 ქულით დაიკავეს მესამე ადგილი. [9] თავდაპირველად არაში შერჩეული სიმღერის ავტორი იყო, ხოლო შემდეგ თეიმურზადესთან ერთად სიმღერის შემსრულებლად მიიწვიეს.

აისელმა და არაშიმ ერთად მოიგეს რიგით მე-4 ევროვიიზიის კონკურსის „Radio Awards“-ის ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო ჯგუფი“.[10]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლაბაფი დაქორწინდა მის საცოლე ბეჰნაზ ანსარიზე 2011 წლის მაისში. ისინი მრავალი წლის მანძილზე იყვნენ ერთად.[11][12]

დისკოგრაფია

რედაქტირება

გამოშვებული აქვს სამი სტუდიური ალბომი.

სტუდიური ალბომები

  • Arash (2005)
  • Donya (2008)
  • Superman (2014)

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • 2005: Bluffmaster! (მომღერალი)
  • 2012: Rhinos Season" — შვილი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #135507251 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Faghihi, Rohollah (13 December 2019). „Has Iran's award-winning actress left Iran to escape prosecution?“. Al-Monitor. ციტირების თარიღი: 29 January 2020.
  4. Arash's Iranian family from Sweden. BBC (interview by Behzad Bolour) (2008-09-11). ციტირების თარიღი: 2009-05-16
  5. 5.0 5.1 BBC Persian fa. ციტირების თარიღი: 2020-03-02
  6. گپى با آرش خواننده ترانه معروف "برو برو" به بهانه سرايت تب اين ترانه داغ به آلمان | DW | 13.05.2005 fa-IR. ციტირების თარიღი: 2020-03-02
  7. Iran: Arash Tops European Pop Charts With Persian-Language Hits. RFE/RL (2005-04-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-17. ციტირების თარიღი: 2009-02-07
  8. Azerbaijan: Aysel Teymurzadeh to Eurovision დაარქივებული January 19, 2009, საიტზე Wayback Machine.
  9. Norway in 'Fairytale' Eurovision win. RTÉ.ie. 17 May 2009. დაარქივებული September 1, 2009, საიტზე Wayback Machine.
  10. ESC Radio Awards 2009 დაარქივებული December 15, 2009, საიტზე Wayback Machine.
  11. APA – Arash presents $400-thousand necklace to his bride Behnaz at their wedding – PHOTOSESSION. Apa.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-18. ციტირების თარიღი: 2012-01-14
  12. Arash married on May 28 in Dubai. Chuiko.com (2011-03-16). ციტირების თარიღი: 2012-01-14