არარაუნა (ლათ. Ara ararauna) — ფრინველი ნამდვილი თუთიყუშების ოჯახისა. სხეულის სიგრძე 80-95 სმ აღწევს. ფრთები 37-39 სმ, ხოლო კუდი 52 სმ-ისაა. წონა 900-1300 გრ. მკერდი და მუცელი ნარინჯისფერ-მოყვითალოა. სხეულის ზედა ნაწილი ღია ლურჯი ფერისაა. ყელი და ნისკარტი შავი, ხოლო ფეხები მურა-მოშავო აქვს. გამოსცემს მაღალ და მძაფრ ხმას. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, მ.შ. პანამაში, ეკვადორში, პერუში, ბოლივიაში, პარაგვაიში, ბრაზილიაში, კოლუმბიასა და ვენესუელაში. წარსულში ბინადრობდა ტრინიდადშიც. გვხვდება ხელუხლებელ ტროპიკულ ტყეებში, უპირატესობას ანიჭებს მდინარეთა სანაპიროებს. გვხვდება აგრეთვე მთის ხეობებში სუბალპურ მდელოებამდე. მაღალი ხეების ვარჯზე ზის.

არარაუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ara ararauna
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22685539
არეალი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება