აპოლინარიო მაბინი

აპოლინარიო მაბინი (დ. 22 ივლისი, 1864 — გ. 13 მაისი, 1903) — ფილიპინების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე. ფარული პატრიოტული ორგანიზაციის, ფილიპინების ლიგის (1892-1893) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. 1898 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ ბრძოლაში და ფილიპინების რესპუბლიკის მთავრობის ჩამოყალიბებაში. იყო წვრილი ბურჟუაზიის იდეოლოგი, რევოლუციურ-დემოკრატიული ხალხოსნური ფრთის ლიდერი რესპუბლიკურ ბანაკში. 1899 წლის 2 იანვრიდან იყო პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ამერიკა-ფილიპინების ომის (1899-1901) დროს მოითხოვდა ამერიკელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ბურჟუაზიულ-მემამულურ დაჯგუფებამ, რომელიც აშშ-თან კომპრომისის მომხრე იყო აიძულა მაბინი 1899 წლის 7 მაისს გადამდგარიყო. 1899 წლის დეკემბერში ამერიკელებმა დაატყვევეს. 1900 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს. 1901 წლის იანვარში პატრიოტული სტატიების პუბლიკაციისთვის გადაასახლეს კუნძულ გუამზე. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1903 წლის თებერვალში, აღიარა აშშ-ის ხელისუფლება ფილიპინებზე და სამშობლოში დააბრუნეს. გადასახლებაში დაწერა ფილიპინების რევოლუციური ისტორია, რომელშიც იცავდა თავის პოლიტიკურ პოზიციას და გმობდა კაპიტულანტებს.

აპოლინარიო მაბინი

ლიტერატურა

რედაქტირება