ანტონ ჭუმბურიძექართველი საოპერო მომღერალი, ტენორი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967).

ანტონ ჭუმბურიძე
ბიოგრაფია
წარმოშობა ქართველი
ჟანრ(ებ)ი კლასიკა
საქმიანობა კომპოზიტორი
აქტიური 1919 - 1949

ბიოგრაფია

რედაქტირება

თეატრში მუშაობის დაწყებამდე ქართველ კომპოზიტორებს ოპერების შექმნის პროცესში ეხმარებოდა. 1919 წელს მუშაობა დაიწყო ოპერის თეატრში. იყო საოპერო სტუდიის სოლისტი. ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების რომანსებს, ნაწყვეტებს ქართული ოპერებიდან და ქართულ ხალხურ სიმღერებს. სხვადასხვა დროს ასრულებდა პარტიებს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან: თანდარუხი (ზაქარია ფალიაშვილი„აბესალომ და ეთერი“); კოტე (ვიქტორ დოლიძე„ქეთო და კოტე“); ლუა (რ. კილაძე — „ლადო კეცხოველი“, 1941); მოძახილი, ბაადური (ივანე გოკიელი „პატარა კახი“. პრემიერა 1943); კინწურა (აკაკი ანდრიაშვილი, „ლაშქარა“, პრემიერა 16 მარტი, 1949); მელიტონი (ანდრია ბალანჩივაძე — „მზია“) და სხვა. მის რეპერტუარში, ქართულთან ერთად, უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებებიც შედიოდა: ალფრედი (ჯუზეპე ვერდი — „ტრავიატა“); ჰერცოგი (ჯუზეპე ვერდი „რიგოლეტო“); ფაუსტი (შ. ჰუნო — „ფაუსტი“); სინოდალი (ანტონ რუბინშტეინი — „დემონი“) და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლეჟავა ჟ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 529.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება