ანორთოკლაზი
ანორთოკლაზი — მინდვრის შპატების ჯგუფის მინერალი. ქიმიური შედგენილობა (Na,K)AlSi3O8. კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. მიკროკლინისგან, ორთოკლაზისგან და სანიდინისგან განსხვავდება ოპტიკური კონსტანტითა და რენტგენური მახასიათებლებით. გვხვდება ნატრიუმით მდიდარ ვულკანურ ქანებსა და ჰიპაბისალურ ინტრუზიულ სხეულებში. გავრცელებულია იტალიაში, გერმანიაში, შოტლანდიაში, ნორვეგიაში, კენიაში, ნიგერიაში, ავსტრალიასა და ანტარქტიდაში. ანორთოკლაზი პირველად აღწერეს ანდეზიტურ ლავებში კუნძულ პანტელერიაზე 1885 წელს.
ანორთოკლაზი | |
---|---|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | (Na,K)AlSi3O8 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | თეთრი, უფერო, მონაცისფრო-მოვარდისფრო |
სიმაგრე მოოსის სკალით | 6-6.5 |
სიმკვრივე | 2.57-2.6, საშუალოდ = 2.58 კგ/მ³ |