ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პანტელერია (სიცილ. Pantiddirìa), ანტიკური სახელი კოსირა — კუნძული იტალიაში, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში, სიცილიის სრუტეში. კუნძულიდან 100 კილომეტრში (62 მილი) დასავლეთით მდებარეობს სიცილია, ხოლო 70 კილომეტრში (43 მილი) აღმოსავლეთით არის ტუნისის სანაპირო ზოლი. ადმინისტრაციულად კუნძული პანტელერია შედის სიცილიის პროვინციის ტრაპანიის შემადგენლობაში.

კუნძულ პანტელერიას პანორამა
კუნძულ პანტელერიას მდებარეობა

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძული ვულკანური წარმოშობისაა, ფართობი 83 კმ². უმაღლესი წერტილი არის მთა გრანდე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 836 მეტრ სიმაღლეზე. პანტელერიაზე საკმაოდ ბევრი ნაწყოფიერი მიწაა, თუმცა აქ სუფთა წყლის ნაკლებობაა. კუნძულის მთავარი ქალაქი არის პანტელერია, ეს დასახლება მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია მრავალი ნივთი რომელიც 35 ათასი წლით თარიღდება. რომაელებმა ეს კუნძული დაიკავეს ძვ. წ. 255 წელს. მომდევნო წელს რომმა ეს კუნძული დაკარგა, მაგრამ ძვ. წ. 217 წელს აქ კვლავ რომაელთა გავლენა აღდგა. აქ არსებულმა დასახელბულმა პუნქტმა იმპერიისგან მიიღო საქალაქო უფლებები.

700 წელს კუნძული დაიპყრეს არაბებმა, აქედან განხორცეილდა არაბების შეტევა სიცილიაზე. 1311 წელს არაგონის ფლოტმა, როემლსაც ლუის-დე რეკისენი მთაურობდა აქ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, 1553 წელს ეს ტერიტორია მცირე ხნით თურქების მმრათველობის ქვეშ აღმოჩნდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პანტელერია“-დან