ანობონი
ანობონი (ესპ. Annobón, პორტ. Ano Bom — „კეთილი წელი“, რადგანაც აღმოჩენილი იქნა 1 იანვარს, ყოფილი პაგალუ) — კუნძული ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში, ეკუთვნის ეკვატორულ გვინეას. მდებარეობს სან-ტომე და პრინსიპიდან სამხრეთით, გაბონის სანაპიროდან 335 კმ-ით დასავლეთით. ფართობი — 17 კმ², სიმაღლე ზღვის დონიდან — 831 მეტრი. 2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 5232 ადამიანს.[1][2][3] უპირატესი ენა — ანობონური (პორტუგალურ-კრეოლური ენებიდან ერთ-ერთი). 1973-1979 წლებში ეწოდებოდა პაგალუ.
მშობ. სახელი: ესპ. Annobón | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 01°26′07″ ს. გ. 05°37′51″ ა. გ. / 1.43528° ს. გ. 5.63083° ა. გ. |
ფართობი | 17 კმ² |
სიგრძე | 6,4 კმ |
სიგანე | 3,2 კმ |
უმაღლესი წერტილი | 831 მ |
ეკვატორული გვინეა | |
რეგიონი | კუნძულოვანი გვინეა |
პროვინცია | ანობონი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 5232 (2015) |
სიმჭიდროვე | 307,76 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული მთიანია, ვულკანური წარმოშობის, ნაყოფიერი ნიადაგით. კუნძული ანობონი წარმოადგენს სტრატოვულკანის ეროდირებულ ზედაპირს ოკეანის ფსკერიდან დაახლოებით 5000 მეტრ სიმაღლეზე, რომელიც წარმოიშვა ოკეანის ქერქზე. მისი საძირკველი, რომელიც თვალითაც სჩანს, აგებულია პალაგონიტური ბრექჩიებით, რომლებიც შეიცავენ კლინოპიროქსენის და ოლივინის ფენოკრისტებს და მეგაკრისტებს. ისინი გარღვეულია ანკარამიტული ბაზანიტების სუბვერტიკალური დაიკებით. ეროზიული ზემოქმედებით ქვედა კომპლექსი გადაფარულია ბაზანიტური ნაკადებით, რომელთაგან ქვედას აქვს 18,4 მილიონი წლის ასაკი. თავის მხრივ, ისინი ასევე გარღვეულია 5,35 მილიონი წლის ასაკის დაიკებით. უკანასკნელ სტადიებში მიმდინარეობდა ტრისტანიტული და ტრაქიტული გუმბათების წარმოქმნა, რომელთაგან ყველაზე უფრო დიდია — პიკო-დე-ფუეგო (ესპ. Pico de Fuego). კლიმატი ეკვატორულია, მუდმივად ნოტიო.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული ანობონი 1473 წლის 1 იანვარს აღმოაჩინეს პორტუგალიელებმა, ამიტომაც მიიღო დასახელება, რომელიც ნიშნავს ახალი წლის მილოცვას (სიტყვასიტყვით «კეთილი წელი»). კუნძულ ბიოკოსთან (ფერნანდო პო) და ეკვატორული გვინეის თანამედროვე სანაპიროსთან ერთად 1778 წელს შეუერთდა ესპანეთს. 1968 წელს გახდა დამოუკიდებელი ეკვატორული გვინეის ნაწილი.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაპროვინცია დაყოფილია 2 მუნიციპალიტეტად: სან-ანტონიო-დე-პალე და მაბანა, რომლებიც იყოფიან 3 რაიონად: ანგანჩი, აუალი და მაბანა.
ეკონომიკა
რედაქტირებაკუნძული ეკვატორული გვინეისათვის წარმოადგენს სტრატეგიულ ინტერესს. ამ კუნძულის ფლობა ქვეყნის ხელისუფლებას უფლებას აძლევს სან-ტომე და პრინსიპის სამხრეთით მდებარე ვრცელი საზღვაო არეალი განიხილოს, როგორც საკუთარი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, რომელიც პოტენციურად მდიდარია ნავთობის საბადოებით. ამას გარდა, კუნძული გამოიყენება ტოქსიკური და რადიოაქტიური ნარჩენების დასამარხად.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2015 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემები (Census preliminary of Equatorial Guinea’s population. 2015 year). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-12. ციტირების თარიღი: 2017-01-08.
- ↑ 2015 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემები (geohive. 2015 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2017-01-08.
- ↑ 2015 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემები (citypopulation. 2015 წელი)
- ↑ Alexander Smoltczyk «Volltanken in Malabo», DER SPIEGEL 35/2006 vom 28.08.2006, Seite 82