ანდალუსიის დაბლობი

ანდალუსიის დაბლობი[1]დაბლობი პირენეს ნახევარკუნძულის სამხრეთში, ესპანეთში, ანდალუსიის მთებს, სიერა-მორენასა და ატლანტის ოკეანეს შორის. სიგრძე დაახლოებით 300 კმ. მდებარეობს მთისწინა როფში, რომელიც ფართოვდება დასავლეთისკენ და შევსებულია კაინოზოური ზღვიური და კონტინენტური ნალექებით. მიედინება მდინარე გვადალკვივირი და მისი შენაკადები. მდინარის ქვემო წელში განვითარებულია მომლაშოწყლიანი ზღვისპირა ჭაობები (ესპანურად „ლას-მარისმას“), რომლებიც ზღვისგან გამოყოფილია დიუნების ზოლით.[2]

ანდალუსიის დაბლობი
კოორდინატები: 37°16′ ჩ. გ. 06°08′ დ. გ. / 37.267° ჩ. გ. 6.133° დ. გ. / 37.267; -6.133
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
სიგრძე 300 კმ
ჰიდროგრაფია გვადალკვივირი
კლიმატი ხმელთაშუაზღვიური
ანდალუსიის დაბლობი — ესპანეთი
ანდალუსიის დაბლობი

კლიმატი ხმელთაშუაზღვიურია, ძალიან ცხელი ზაფხულით (ივლისისა და აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 29°C-ზე მეტი). ნალექები 400–700 მმ წელიწადში, ძირითადად ზამთარში. გავრცელებულია მაკვისის, პალმიტოს, გარიგის მცენარეულობა. დაბლობის უდიდესი ნაწილი უკავია ხორბლის, სიმინდის, შაქრის ჭარხლის ნათესებს, ციტრუსების, ზეთისხილისა და კორპის მუხის კორომებს, ბაღებს, ვენახებს. მიწების ნაწილი ირწყვება. მოშენებულია არაბული ჯიშის ცხენები, კორიდისთვის განკუთვნილი კუროები. დაბლობზე მდებარეობს დონიანას ეროვნული პარკი. მსხვილი ქალაქებია: კადისი, სევილია, კორდობა, უელვა.[2]

  1. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 26.
  2. 2.0 2.1 Андалусская низменность // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 711.