გარიგა (ფრანგ. garigue, garrigue) — ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებული მცენარეულობის ფორმა, რომელშიც გაბატონებულია ტანდაბალი მარადმწავანე ბუჩქები და ქონდარა პალმა (პალმიტო). მცენარეები გარიგაში უფრო დაბალია, ვიდრე მაკვისში და შეკრულ რაყას არ ქმნის. გარიგა შეიძლება იყოს პირველადი ან ზედმეტი ძოვების შემდეგ განვითარებული. მასში გვხვდება აგრეთვე ნახევრად ბუჩქები, ბოლქვიანი და სხვა მრავალწლოვანი ბალახები. ყველაზე მეტად გავრცელებულია ორი ფორმაცია: პირველში გაბატონებულია ხეშეშფოთოლა ქერმესის მუხა (Quercus coccifera), რომლის სიმაღლე სულ 0,5 მ-ია, მეორეში — ევროპული ერთადერთი ველური პალმა — Chamaerops humilis-ი. ინტენსიური ძოვების შემდეგ გარიგა შესაძლოა ფრიგანას დაემსგავსოს.

გარიგა საფრანგეთში

ლიტერატურა

რედაქტირება