ანდალუსიის მთები
ანდალუსიის მთები, ბეტის კორდილიერა — მთათა სისტემა სამხრეთ ესპანეთში, პირენეს ნახევარკუნძულის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ. სიგრძე დაახლოებით 630 კმ. შედგება რამდენიმე ქედისა და მასივისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია მთათაშუა ქვაბულებით და ხეობებით. მაქსიმალური სიმაღლე 3478 მ (მწვერვალი მულასენი, სიერა-ნევადის ქედზე, პირენეს ნახევარკუნძულის უმაღლესი წერტილი). აგებულია კრისტალური და კარბონატული ქანებით. განვითარებულია რელიეფის კარსტული ფორმები, ჰავა — ხმელთაშუა ზღვისაა. ფერდობები შემოსილია მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ტყეებითა და ბუჩქნარებით. ქვაბულებსა და ზღვის სანაპიროზე გაშენებულია ზეთისხილის, ციტრუსების პლანტაციები, ვენახები, ხარობს ფინიკის პალმა. არის რკინის მადნის საბადოები.
ანდალუსიის მთები | |
---|---|
ანდალუსიის მთები, მულასენი | |
კოორდინატები: 37° ჩ. გ. 3° დ. გ. / 37° ჩ. გ. 3° დ. გ. | |
ქვეყანა | ესპანეთი |
უმაღლესი წერტილი | მულასენი |
სიმაღლე | 3478 მ |
სიგრძე | 630 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანდალუსიის მთები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)