მულასენი (ესპ. Mulhacén) — მწვერვალი სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის მთებში, სიერა-ნევადის ქედზე. პირენეს ნახევარკუნძულის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე ზღვის დონიდან 3478 მ. აგებულია მტკიცე კრისტალური ფიქლებით. ფერდობები კლდოვანია, დანაწევრებულია ღრმა ხევებით; მყინვარულ ცირკებში გვხვდება მცირე ტბები. ჩრდილოეთ კალთაზეა ევროპაში ყველაზე სამხრეთით მდებარე მცირე მყინვარი, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე გვადალკვივირის შენაკადი ხენილი. მწვერვალი ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით დაფარულია თოვლით.

მულასენი
მულასენი
მულასენი
კოორდინატები: 37°03′12″ ჩ. გ. 03°18′41″ დ. გ. / 37.05333° ჩ. გ. 3.31139° დ. გ. / 37.05333; -3.31139
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
სიმაღლე 3478 
ქედი ანდალუსიის მთები
ამგებელი ქანები ფიქალი
მულასენი — ესპანეთი
მულასენი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება