კორიდა
კორიდა (ესპ. corrida de toros) – ხარების ბრძოლის ყველაზე გავრცელებული ფორმა. დამახასიათებელია ესპანეთისათვის. თავდაპირველად კორიდა იმართებოდა ქალაქის სწორკუთხა მოედნებზე, XVIII საუკუნეში კორიდის კანონების ჩამოყალიბების შემდეგ იგი იმართებოდა უკვე წრიულ მოედნებზე. საქართველოში ცნობილი იყო კურულის სახელწოდებით. 2011 წელს კატალონიაში კორიდას ჩატარება აიკრძალა.[1] ისტორიკოსები ადამიანის ხართან ბრძოლას სხვერპლშეწირვის ანტიკურ რიტუალს უკავშირებენ. შესაწირავ ცხოველთან "თამაში" კუნძულ კრეტაზე (საბერძნეთი) ჯერ კიდევ ძვ.წ. XV საუკუნეში არსებობდა პირენეის ნახევარკუნძულზე კი ხარების ბრძოლის ისტორია, სავარაუდოდ, ბრინჯაოს ხანასა და ძველ იბერებს უკავშირდება, რომლებიც ხარს წმინდა ცხოველად მიიჩნევდნენ. ესპანეთში ხარებთან ბრძოლის მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული წესების კრებული XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიქმნა. იმ დროიდან იქცა ტორეადორი ნამდვილ პროფესიონალად, ქვეყანაში კი გაჩნდა ფერმები, სადაც საგანგებოდ კორიდისთვის ხარების ჯიშების (ტოროს დე ლიდია და ტოროს ბრავოს_ი) გამოყვანა დაიწყეს. იმ დროიდანვე მიჰყვეს ხელი კორიდისთვის საგანგებო არენების აგებასა და რიტუალური წესების ჩამოყალიბებას. კორიდა არა მხოლოდ ესპანეთში, პორტუგალიასა (ოღონდ ამ ქვეყანაში ხარის არენაზე მოკვლა იკრძალება) და საფრანგეთის რამდენიმე სამხრეთ რაიონში დღემდე ეწყობა. ესპანელებმა ხარებთან ბრძოლის ტრადიცია ლათინურ ამერიკაშიც დაამკვიდრეს. კორიდა დღესაც იმართება მექსიკაში, კოლუმბიაში, პერუში, ვენესუელასა და ეკვადორში; არგენტინასა და ჩილეში კი იგი XIX საუკუნის ბოლოს აკრძალეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 674.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Bullfighting 101" დაარქივებული 2011-08-17 საიტზე Wayback Machine. - user-friendly explanations of what you are seeing at a typical bullfight
- Bullfighting: Culture & Controversy დაარქივებული 2010-05-27 საიტზე Wayback Machine. – slideshow by Life magazine
- Bullfighting in Barcelona დაარქივებული 2010-07-31 საიტზე Wayback Machine. - slideshow by The First Post
- Israel Lancho, Spanish Bullfighter Gored, The Huffington Post, 29 May 2009
- "Arena" 2011 film about contemporary Spanish bullfighting and matador schools by Austrian director Gunter Schwaiger