ანა ხარაძე

ქართველი ბოტანიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხარაძე.

ანა ხარაძე (დ. 30 ნოემბერი, 1905, განჯა, რუსეთის იმპერია — გ. 20 ივნისი, 1971, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერ-სისტემატიკოსი, ფლორისტი, გეობოტანიკოსი, საქართველოსა და კავკასიის ფლორის სპეციალისტი. მან შეადგინა კავკასიონის მაღალმთის ბოტანიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ორიგინალური სქემა.

ანა ხარაძე
დაბ. თარიღი 30 ნოემბერი, 1905(1905-11-30)[1] [2]
დაბ. ადგილი განჯა
გარდ. თარიღი 20 ივნისი, 1971(1971-06-20)[1] [2] (65 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ბოტანიკოსი[3]
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანა ხარაძე დაიბადა ქალაქ ელიზავეტპოლში, დღევანდელ განჯაში, პედაგოგ ლუკა ხარაძის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის ტექნიკუმში, შემდეგ კი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1927 წელს დაამთავრა.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო საქართველოს მუზეუმის ბიოლოგიის განყოფილებაში 1927-დან 1931 წლამდე. მისი ხელმძღვანელები ცნობილი ბოტანიკოსები იყვნენ, მათ შორის იყვნენ ბორის შიშკინი და ელისაბეტ ქიქოძე. თითქმის ერთდროულად იწყებს ანა მახარაძე საკუთარ პედაგოგიურ საქმიანობას; ჯერ ასისტენტის თანამდებობაზე, შემდეგ კი დოცენტის სტატუსით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ამ თანამდებობაზე.

საქართველოს მუზეუმში მუშაობის პერიოდში ქტიურად იღებდა მონაწილეობას ყველა ფლორისტულ ექსპედიციაში, რომელიც ქართველ გეოგრაფთა და მუზეუმის მიერ იყო დაგეგმილი სვანეთში, ფშავ-ხევსურეთსა და ხევში. ამის მიზანი კი მაღალმთიანი რეგიონების ფლორის შესწავლა იყო. იმავე წლებში ანა ხარაძე მონაწილეობდა ალპინისტთა ლაშქრობაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა მთამსვლელობას. იგი გახდა ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ალპინისტურ ლაშქრობაში; ხოლო 1933 წელს მან დალაშქრა თეთნულდი.

1934 წელს იგი გახდა უმცროსი მენიერ-თანამშრომელი სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ქართულ ფილიალში, თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა კავკასიის ფლორისა და მცენარეულობის შესახებ, ცნობილ ექსპერტთა ხელმძღვანელობით - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დიმიტრი სასნოვსკი, წევრ-კორესპონდენტი ნიკოლოზ ბუში. 1935 წელს დადასტურდა ბოტანიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მკვლევრად. 1952 წელს ანა ხარაძე დანიშნეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის გამგედ. ამ თანამდებობაზე ის სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. იგი ინარჩუნებდა და ამრავლებდა კლასიკოსთა საუკეთესო ტრადიციებს მცენარეთა სისტემატიკის მიმართულებით.

1938 წელს დაიცვა დისერტაცია მონოგრაფიული კვლევის შედეგების საფუძველზე.

ანა ხარაძე იკავებდა აქტიურ პოზიციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში: 1951-1954 წლებში არჩეული იყო დეპუტატად მესამე მოწვევის საქართველოს სსრ-ის უზენაეს საბჭოში; იყო ქართული ბოტანიკური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი და ჟურნალ ვესტნიკის სარედაქციო საბჭოს წევრი. წლების განმავლობაში იგი იყო სამეცნიერო საბჭოს წევრი, საბჭოთა კავშირის ბოტანიკური საზოგადოება 1952 წლიდან, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის კავშირის საკოორდინაციო კომისიის წევრი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წევრი.

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

სამეცნიერო სფეროში ანას ბევრი თემა აინტერებდა. მის მიერ იქნა გამოყვანილი ახალი გვარები სხვადასხვა ყვავილოვანი მცენარიდან. მისი ნამუშევრების უმეტესობა ეხება ენდემების კლასიფიკაციას.

ის არის ავტორი მაჩიტას გვარის სისტემატიკისა[4].

ჯილდოები

რედაქტირება

ანა ხარაძის სახელობის მცენარეები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Кемулария-Натадзе Л.М., Долуханов А.Г., Колаковский А.А. Памяти Анны Лукьяновны Харадзе (1905-1977) // Заметки по систематике и географии растений Тбилисского бот. ин-та АН ГССР. — 1980. — Вып. 36. — С. 3—9.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 author citation
  2. 2.0 2.1 Harvard University Herbaria & Libraries Index of BotanistsHarvard University Herbaria and Libraries.
  3. მცენარეთა სახელების საერთაშორისო ინდექსი — 1999.
  4. Харадзе А. Л. Опыт систематики кавказских видов рода Campanula L. секции Medium A.DC. // Заметки по систематике и географии растений. — Тбилиси, 1949. — Вып. 15. — С. 13-34