ანა შვაიდნიცელი (ჩეხ. Anna Svídnická, გერმ. Anna von Schweidnitz; დ. 1339 — გ. 11 ივლისი, 1362) — პიასტის დინასტიის წარმომადგენელი. ბოჰემიისა და გერმანიის დედოფალი, საღვთო რომის იმპერატრიცა და ლუქსემბურგის გრაფინია როგორც კარლ IV-ის მესამე ცოლი. გერმანიისა და ბოჰემიის მეფე ვენცელ IV-ის დედა.

ანა შვაიდნიცელი
საღვთო რომის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 5 აპრილი, 1355
მმართ. დასასრული: 11 ივლისი, 1362
წინამორბედი: მარგარიტა II ენოელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ პომერანიელი
გერმანიისა და ბოჰემიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 27 მაისი, 1353
მმართ. დასასრული: 11 ივლისი, 1362
წინამორბედი: ანა ბავარიელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ პომერანიელი
ლუქსემბურგის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 27 მაისი, 1353
მმართ. დასასრული: 1353
წინამორბედი: ანა ბავარიელი
მემკვიდრე: იოანა ბრაბანტელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1339
გარდ. თარიღი: 11 ივლისი, 1362, (22-23 წლის)
გარდ. ადგილი: პრაღა, ჩეხეთი
მეუღლე: კარლ IV, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: ვენცელ IV, ბოჰემიის მეფე
ელიზაბეთი, ავსტრიის ჰერცოგინია
დინასტია: პიასტები
მამა: ჰაინრიხ II, შვაიდნიცის ჰერცოგი
დედა: კატარინა უნგრელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანა შვაიდნიცელი დაიბადა 1339 წელს სილეზიაში. იგი იყო შვაიდნიცის ჰერცოგ ჰაინრიხ II-ისა და მისი მეუღლის, კატარინა უნგრელის ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი იყო პოლონეთის მმართველი პიასტთა დინასტიის შვაიდნიცური შტოს წარმომადგენელი, ხოლო დედის მხრიდან იგი უნგრეთისა და ხორვატიის მეფე კარლ რობერტის შვილიშვილი იყო.

ანა ბავშვობიდანვე წერდა საკუთარ ავტოგრაფიას, თანაც ლათინურ ენაზე. იგი მეტად განათლებული და მოხდენილი გოგონა იყო, რამაც შეუწყო ხელი, რომ 1353 წლის 14 მაისს საღვთო რომის იმპერატორ კარლ IV-ზე დაქორწინებულიყო. მათი ქორწინება ნურემბერგში შედგა, რა დროსაც კარლი უკვე ორჯერ იყო დაქვრივებული. ეს ქორწინება კარლის მეორე ცოლის, დედოფალ ანა ბავარიელის გარდაცვალებიდან ოთხ წელიწადში შედგა.

 
კარლ IV და ანა შვაიდნიცელი

ანა და კარლი მეორე თაობის ბიძაშვილები იყვნენ, როგორც გერმანიის მეფე რუდოლფ I-ისა და გერტრუდა ჰოენბურგელის შვილთაშვილები, რის გამოც მათ ქორწინება მხოლოდ რომის პაპ ინოკენტი VI-ის ოფიციალური თანხმობის შემდეგ შედგა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ანა 14 წლის იყო, კარლი კი 37-ის. მათ ქორწილს ესწრებოდა ბოლკო II შვაიდნიცელი, ავსტრიის ჰერცოგი ალბრეხტ II, უნგრეთისა და პოლონეთის მეფე ლაიოშ I, ბრანდენბურგის კურფიურსტი ლუდვიგი, საქსონიის ჰერცოგი რუდოლფი, კაზიმირ III-ის ელჩობა და ვენეციის რესპუბლიკის დესპანი.

1353 წლის 28 ივლისს ანა პრაღაში ბოჰემიის დედოფლად ეკურთხა. 1354 წლის 9 თებერვალს, აახენში შედგა მისი გერმანიის დედოფლად კორონაცია. 1355 წლის 5 აპრილს, იგი კარლთან ერთად ეკურთხა საღვთო რომის იმპერატრიცად რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.

1358 წელს, დედოფალმა ანამ პირველი შვილი გააჩინა, რომელსაც ელიზაბეთი დაარქვეს და რომელიც შემდგომში ავსტრიაში გაათხოვეს. 1361 წელს კი დედოფალმა ნანატრი მემკვიდრე გააჩინა, რომელსაც ვენცელი დაარქვეს. ვენცელის ნათლობა იმავე წლის 11 აპრილს შედგა სებაშდულკიხში, სადაც ტახტის მემკვიდრე ერთობლივად მონათლა მაინცის, კიოლნისა და პრაღის არქიეპისკოპოსებმა. ანამ იმდენ ხანს ვეღარ იცოცხლა, რომ ორი წლის ვენცელის ბოჰემიის მეფედ კურთხევასაც დასწრებოდა. იგი 1362 წლის 11 ივლისს გადაჰყვა მშობიარობას, რა დროსაც მკვდარი ბავშვი დაიბადა. ანა შვაიდნიცელი დაკრძალულია პრაღაში, წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარში. ამის შემდეგ კარლმა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ იქორწინა ელიზაბეთ პომერანიელზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • John M. Jeep: Medieval Germany: An Encyclopedia, Published by Routledge, 2001 ISBN 0-8240-7644-3, ISBN 978-0-8240-7644-3 [1]
  • Virginia Chieffo Raguin, Sarah Stanbury: Women's Space: Patronage, Place, and Gender in the Medieval Church, Published by SUNY Press, 2005, ISBN 0-7914-6365-6, ISBN 978-0-7914-6365-9 [2]
  • David E. Wellbery, Judith Ryan, Hans Ulrich Gumbrecht et al.: Published by Belknap Press of Harvard University Press, 2004, ISBN 0-674-01503-7, ISBN 978-0-674-01503-6 [3]
  • Richard Kenneth Emmerson, Sandra Clayton-Emmerson: Key Figures in Medieval Europe: An Encyclopedia, Published by CRC Press, 2006 ISBN 0-415-97385-6, ISBN 978-0-415-97385-4 [4]
  • (in English) John M. Jeep (2001). Routledge (ed.). Medieval Germany. pp. :110. ISBN 0-8240-7644-3.Google Books
  • (in English) Maria Prokopp (1984). Michigan University (ed.). Italian Trecento Influence on Murals in East Central Europe, Particularly Hungary. Michigan: Akademiai Kiado. pp. :58, 71. ISBN 963-05-3059-7.Google Books
  • (in English) Gábor Klaniczay; Eva Pálmai (2002). Cambridge University Press (ed.). Holy Rulers and Blessed Princesses. Cambridge: Cambridge University Press. pp. :342. ISBN 0-521-42018-0.Google Books
  • (in English) Csilla Ottlik Perczel (2001). East European Monographs (ed.). A History of Architecture in the Carpathian Basin, 1000-1920. Wirginia: University of Wirginia. pp. :56, 221. ISBN 0-88033-460-6.Google Books
  • (in English) T Ulewicz (1984). Litterae et lingua: in honorem premislavi mroczkowski. Warsaw: Polish Science Academy. pp. :46.Google Books
  • (in English) Norman Davies; Roger Moorhouse (2002). Jonathan Cape (ed.). Microcosm: Portrait of a Central European City. London. pp. :506, 563. ISBN 0-224-06243-3.Google Books
  • (in English) Jonathan Cape, ed. (1970). "vol. 5 Carthusians-Cockcroft". Encyclopædia Britannica. London: Horace Everett Hooper. pp. :294.Google Books
  • (in English) William Woys Weaver; Magdalena Thomas; Maria Dembińska (1999). Food and Drink in Medieval Poland: Rediscovering a Cuisine of the Past. Pennsylvania: University of Pennsylvania Press. pp. :39. ISBN 0-8122-3224-0.Google Books