რუდოლფ I ჰაბსბურგი
რუდოლფ I ჰაბსბურგი (დ. 1 მაისი, 1218, სასბახი — გ. 15 ივლისი, 1291, შპაიერი) — გერმანიის მეფე 1273–1291 წლებში. ჰაბსბურგთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი, საფუძველი ჩაუყარა ჰაბსბურგთა ძლიერებას. 1276–1278 წლებში პრჟემისლ II ჩეხს წაართვა ავსტრია, შტირია, კარინტია და კრაინა; ავსტრია და შტირია 1282 წელს თავის ვაჟს გადასცა. ცდილობდა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას.
რუდოლფ I ჰაბსბურგი | |
---|---|
Rudolf von Habsburg | |
გერმანიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1 ოქტომბერი, 1273 |
მმართ. დასასრული: | 15 ივლისი, 1291 |
წინამორბედი: | ალფონსო X |
მემკვიდრე: | ადოლფი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 მაისი, 1218 |
დაბ. ადგილი: | სასბახი |
გარდ. თარიღი: | 15 ივლისი, 1291 |
გარდ. ადგილი: | შპაიერი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ალბრეხტ IV |
დედა: | ჰედვიგა კიბურგელი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 467.