პრჟემისლ II ოტოკარი

პრჟემისლ II ოტოკარი (ჩეხ. Přemysl Otakar II., გერმ. Ottokar II.; დ. 1233 — გ. 26 აგვისტო, 1278) — ჩეხეთის მეფე 1253–1278 წლებში. პრჟემისლოვიჩების დინასტიის წარმომადგენელი. ვაცლავ I-ის ძე.

პრჟემისლ II ოტოკარი

პრჟემისლ II მონაწილეობდა ტევტონთა ორდენის ლაშქრობებში პრუსებისა და ლიტველების წინააღმდეგ (1254, 1267 ). იგი საღვთო რომის იმპერიის ტახტს ეცილებოდა რუდოლფ ჰაბსბურგს, ხოლო უკანასკნელის იმპერატორად არჩევის შემდეგ (1273 წ.) უარი განუცხადა სალენო ფიცზე. ამას მოჰყვა ომი ჰაბსბურგებთან და სხვა გერმანელ მთავრებთან, რომელთაც უნგრელი და გერმანელი მაგნატები მიემხრნენ. 1276 წელს პრჟემისლ II-მ ავსტრია, შტირია და კრაინა დათმო. იგი სუხიე-კრუტის ბრძოლაში დაიღუპა.

ლიტერატურა

რედაქტირება