ანატოლი სლივკო
ანატოლი სლივკო (რუს. Анатолий Емельянович Сливко; დ. 28 დეკემბერი, 1938 — გ. 16 სექტემბერი, 1989) — საბჭოთა სერიული მკვლელი. მოქმედებდა სტავროპოლის მხარეში, 1964-1985 წლებში. რსფსრ დამსახურებული მასწავლებელი (1977). ანატოლი სლივკოს სახელთანაა დაკავშირებული 7 მკვლელობა. იმსხვერპლა 7 წლიდან 17 წლამდე ასაკის ბიჭები. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი.
ანატოლი სლივკო | |
---|---|
ანატოლი სლივკო | |
ნამდვილი სახელი | ანატოლი სლივკო |
დაბ. თარიღი | 28 დეკემბერი, 1938 |
დაბ. ადგილი | იზბერბაში, დაღესტანი |
გარდაცვალების თარიღი | 16 სექტემბერი, 1989 |
გარდაცვალების ადგილი | ნოვოჩერკასკი |
მოქალაქეობა | სსრკ |
განაჩენი | დახვრეტა |
მოტივი | სექსუალური |
1961 წელს ანატოლი სლივკო გახდა ავტოკატასტროფის მოწმე, სადაც დაიღუპა პიონერის ფორმაში ჩაცმული პატარა ასაკის ბავშვი. სახლში მისვლისთანავე სლივკომ ორგაზმი განიცადა. მოგვიანებით იგი ავარიას იხსენებდა, როგორც ბენზინისა და ცეცხლის სუნს. სლივკომ მალევე გამოიყენა სიტუაცია ბავშვთა კლუბში. მან გადაწყვიტა თავისი ამ უბედური შემთხვევის — ფანტაზიის რეალობად ქცევა, ამისათვის, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სლივკო 13-17 წლამდე ასაკის ბავშვებთან ახლო ურთიერთობაში შედიოდა. შემდეგ ბიჭებს პიონერის ფორმაში გამოაწყობდა (ისე როგორც მან ნახა პიონერის ფორმაში ჩაცმული გარდაცვლილი ბავშვი). სლივკო თავიდანვე ახლო მეგობრულ კავშირს იჭერდა ბიჭებთან, შემდეგ ცდებს ატარებდა მათზე, რომლის ძირითადი შედეგი იყო ბავშვის უგონო მდგომარეობამდე მიყვანა.
სლივკომ 21 წლის განმავლობაში 43 ბავშვი დაიყოლა ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. როდესაც ბავშვები უგონო მდგომარეობაში იყვნენ სლივკო მათ ეფერობოდა, ყოველივეს კამერაზე იღებდა, მასტურბირებდა. რამდენიმე შემთხვევაში ბავშვები ცდას გადაურჩნენ. 7 შემთხვევაში სლივკო მეტად ძალადობრივად მოქმედებდა. როდესაც ბავშვები უგონო მდგომარეობაში იყვნენ სლივკო მათ სხეულებს ანაწევრებდა, შემდეგ ბენზინს ასხამდა მათ ტანზე და კიდურებზე, უკიდებდა ცეცხლს და თვალყურს ადევნებდა ყოველივეს. ჩვეულებრივ, მსხვერპლის ფეხსაცმელს სამახსოვროდ ინახავდა. მომხდარს კამერაზე აფიქსირებდა, იღებდა ფოტოსურათებსაც.
პირველად სლივკომ მკვლელობა ჩაიდინა 1964 წელს. 9 წლის შემდეგ, 1973 წლის 14 ნოემბერს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 15 წლის ბიჭი სახელად ალექსანდრე ნესმეიანოვი. ორი წლის შემდეგ, 1975 წლის 11 მაისს, გაუჩინარდა 11 წლის ანდრეი პოგასიანი, ხოლო 1980 წელს გაუჩინარდა 13 წლის სერგეი ფატსიევი. ნესმეიანოვი, პოგასიანი და ფატსიევი იყვნენ სლივკოს მიერ ჩამოყალიბებული კლუბის — „ჩერგიდის“ წევრები. 1985 წლის 23 ივლისს სლივკომ ჩაიდინა თავისი უკანასკნელი მკვლელობა. მსხვერპლი გახდა 13 წლის სერგეი პავლოვი.
1985 წლის 28 დეკემბერს ანატოლი სლივკო დააპატიმრეს. 1986 წლის იანვარ-თებერვალში სლივკომ მიიყვანა გამომძიებლები დანაშაულის ადგილზე. სასამართლომ გამოუტანა სასჯელის უმაღლესი ზომა — სიკვდილით დასჯა. ანატოლი სლივკო სასამართლოს განაჩენის თანახმად, დახვრიტეს ნოვოჩერკასკის ციხეში 1989 წლის 16 სექტემბერს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანატოლი სლივკოს შესახებ (რუსული)
- ანატოლი სლივკო დაარქივებული 2011-11-21 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ანატოლი სლივკო დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)