ანარიონი
ანარიონი — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, გონდორის მეორე მეფე. იგი დაიბადა მეორე ეპოქის 3219 წელს. ანარიონი ელენდილის ძე და ისილდურის უფროსი ძმა იყო. თავად ოთხი შვილი, აქედან სავარაუდოდ, სამი ასული და ერთი ვაჟი, მენელდილი ჰყავდა. მენელდილი 3318 წელს ნუმენორში უკანასკნელი დაბადებული ადამიანი იყო[1].
ანარიონი | |
---|---|
სხვა სახელები | გონდორის მეფე |
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | ადამიანი |
კულტურა | ნუმენორელი |
დაბადება | II ეპოქის 3219 წელს |
გარდაცვალება | II ეპოქის 3440 წელს |
ნაწარმოები |
ბეჭდების მბრძანებელი სილმარილიონი |
ანარიონმა თავის ოჯახთან ერთად უარი თქვა ვალართა მიწებისკენ მოგზაურობაზე და ამრიგად, გადაურჩა მათ რისხვას, როდესაც ნუმენორი დაინგრა. ამის შემდეგ ანარიონი, ისილდურთან და ელენდილთან ერთად, გადავიდა შუახმელეთში. იგი ორ გემს ფლობდა, ისილდური ამავე დროს სამს მიუძღოდა, ხოლო ელენდილი - ოთხს.
3320 წელს დაარსდა არნორისა და გონდორის სამეფოები[2]. ელენდილი იყო უმაღლესი მეფე, რომელიც არნორში იჯდა. ისილდური და ანარიონი გონდორს ერთად მართავდნენ. ოსგილიათი, მდინარე ანდუინზე მდებარე ქალაქი, მის სატახტო ქალაქად ითვლებოდა. იქ ინახებოდა პალანტირი „ანორის-ქვა“.
ისილდურისგან და ანარიონისგან ფარულად, საურონი დაბრუნდა მორდორში. 3429 წელს მან გონდორი დალაშქრა და აიღო მინას ითილის ციხესიმაგრე. ისილდური დაბრუნდა არნორში, ელენდილთან სასაუბროდ. ანარიონი დარჩა გონდორის დასაცავად. მაგრამ საკუთარი ხალხის ძალებით საურონს მხოლოდ დროებით წასწევდა უკანა პოზიციებზე.
ამასობაში ელენდილმა გილ-გალადთან ერთად ჩამოაყალიბა ადამიანთა და ელფთა უკანასკნელი ალიანსი. 3434 წელს ისინი მიადგნენ მორდორს, ანარიონის ლაშქართან ერთად. მტრის ჯარებთან ბრძოლის შემდგომ მათ ალყა შემოარტყეს ბარად-დურს და შვიდი წელი ელოდნენ საურონის გამოჩენას[3].
3441 წელს ბნელი მბრძანებელი გამოვიდა და გაანადგურა ელენდილი და გილ-გალადი. ისილდურმა მას თითი მოჰკვეთა და წაართვა ყველაზე მთავარი იარაღი და ძალაუფლების წყარო - ბეჭედი, რომელიც საურონმა მორდორის ქვესკნელში შექმნა. საურონი ფიზიკურად განადგურდა, მაგრამ მისი სული დარჩა. ბეჭედმა უღალატა ისილდურს და იგი მოკლული იქნა. ანარიონი და მისი შთამომავლები კი კვლავ მართავდნენ გონდორს.
ანარიონისა და ისილდურის გიგანტური ქანდაკებები იდგა მდინარე ანდუინზე. ბეჭდის საძმომ ისინი თავისი მოგზაურობისას იხილა.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასახელი Anárion ნიშნავს „მზის ძეს“ (ქუენიური), Anar - მზე, -ion - დაბოლოება, რომელიც მამაკაცთა სახელებს ერთვოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნუმენორის ისტორია და სრული ქრონოლოგია დაარქივებული 2009-02-19 საიტზე Wayback Machine.