ანანია შირაკაცი
ანანია შირაკაცი (ანანია შირაკელი, სომხ. Անանիա Շիրակացի; VII საუკუნე) — სომეხი მეცნიერი და ფილოსოფოსი. იყო გეოგრაფი, კარტოგრაფი, ისტორიკოსი და ასტრონომი. ანანია შირაკაცს მიაწერენ სომხური გეოგრაფიული და კარტოგრაფული ძეგლის — აშხარჰაცუიცის ავტორობას. იგი სომხეთში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფუძემდებელია.[6]
ანანია შირაკაცი | |
---|---|
სომხ. Անանիա Շիրակացի | |
დაბ. თარიღი | 610[1] [2] |
დაბ. ადგილი | შირაკი (სოფელი), ბიზანტიის იმპერია[3] |
გარდ. თარიღი | 685[2] |
გარდ. ადგილი | ანიავანი, ბიზანტიის იმპერია[4] |
ეროვნება | სომხები[5] |
საქმიანობა | მათემატიკოსი, ისტორიკოსი, ასტრონომი, გეოგრაფი, ფილოსოფოსი, კარტოგრაფი და alchemist |
ალმა-მატერი | Q20509573?[5] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანანია შირაკაცის დაბადების ადგილი უცნობია. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მეცნიერი შირაკავანში დაიბადა, ან ანისის მახლობლად.[6] იყო ოვანეს შირაკაცის შვილი, რომელიც სავარაუდოდ მიეკუთვნებოდა კამსაკარანის ან არწრუნის საგვარეულოს.[7] მიჩნეულია, რომ დაწყებითი განათლება ანანია შირაკაცმა მიიღო დპრევანკის მონასტერში, სადაც ადრეული წლებიდან დაეუფლა მათემატიკას.[6][8] შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც გაიღრმავა ცოდნა. მოგვიანებით ანანია შირაკაცი გაემგზავრა ბიზანტიაში — ტრაპიზონში, სადაც 8 წლის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ბერძენი სწავლულის მოწაფე.[9] დაახლოებით 651 წელს შირაკაცი დაბრუნდა სომხეთში.
ანანია შირაკაცმა ბუნების გაგებას საფუძვლად დაუდო ანტიკური მატერიალისტური მოძღვრება ოთხი ელემენტის შესახებ. ავტორია მათემატიკური, კოსმოგრაფიული და გეოგრაფიული ნაშრომებისა. მის მიერ შედგენილი არითმეტიკის სახელმძღვანელო ერთ-ერთი უძველესია ჩვენამდე მოღწეული ასეთი ხასიათის ნაშრომებიდან. ანანია შირაკაცი იზიარებდა აზრს დედამიწის სფერულობის შესახებ. მისმა საბუნებისმეტყველო შეხედულებებმა დიდი გავლენა მოახდინა სომხური კულტურის განვითარებაზე. მასვე მიეწერება აშხარჰაცუიცის ავტორობა, რომელიც წარმოადგენს ანტიკური გეოგრაფიული ტრადიციების გაგრძელებას, რომელიც ძირითადად ემყარება კლავდიოს პტოლემეს (87—165) გეოგრაფიას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანანია შირაკაცი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 427-428.
- Чалоян В. К., Естественнонаучные воззрения Анания Ширакаци, в сборнике: Византийский временник, т. 12, М., 1957.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (unspecified title) — ISBN 978-2-7089-6874-5
- ↑ 2.0 2.1 Oxford Dictionary of Late Antiquity / O. Nicholson — ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა. — გვ. 68.
- ↑ სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 5.0 5.1 Հայկական սովետական հանրագիտարան — Երևան: 1974. — ტ. 1. — გვ. 362–364.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Tumanyan, Benik, Artashes A. Matevosyan, Vazgen K. Chaloyan, Ashot A. Abrahamyan and Nikoghos Tahmizyan. «Անանիա Շիրակացի» (Anania Shirakatsi). სომხური საბჭოთა ენციკლოპედია. vol. i. Yerevan, Armenian SSR: Armenian Academy of Sciences, 1974, pp. 362-364.
- ↑ Hewsen, Robert H. "Science in Seventh-Century Armenia: Ananias of Širak[მკვდარი ბმული]", Isis, vol. 59, No. 1, (Spring, 1968), p. 34.
- ↑ Hacikyan, Agop J; Gabriel Basmajian, Edward S. Franchuk, Nourhan Ouzounian (eds.) (2002). The Heritage of Armenian Literature, Vol. 2: From the Sixth to the Eighteenth Century. Detroit: Wayne State University Press, გვ. 56. ISBN 0-8143-3023-1.
- ↑ Р. Хьюсен, «Science in Seventh-Century Armenia: Ananias of Širak[მკვდარი ბმული]», Isis, vol. 59, No. 1, (Spring, 1968), p. 34—35