ამადეო VIII სავოიელი
ამადეო VIII სავოიელი (იტალ. Amadeo VIII di Savoia), მეტსახელად მშვიდობისმოყვარე (იტალ. il Pacifico; დ. 4 სექტემბერი, 1383 — გ. 7 იანვარი, 1451) — იტალიელი არისტოკრატი. სავოიის გრაფი 1391-1416 წლებში და სავოიის პირველი ჰერცოგი 1416-1440 წლებში. კათოლიკური ეკლესიის ანტიპაპი ფელიქს V-ის სახელით 1439-1449 წლებში. პაპ ევგენი IV-ისა და ნიკოლოზ V-ის ოპოზიციონერი.
ამადეო VIII სავოიელი | |
---|---|
სავოიის გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1391 |
მმართ. დასასრული: | 1416 |
წინამორბედი: | ამადეო VII |
მემკვიდრე: | წოდება გაუქმდა |
სავოიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1416 |
მმართ. დასასრული: | 1440 |
წინამორბედი: | წოდება შეიქმნა |
მემკვიდრე: | ლუდოვიკო I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 სექტემბერი, 1383 |
გარდ. თარიღი: | 7 იანვარი, 1451, (67 წლის) |
მეუღლე: | მარი ბურგუნდიელი |
შვილები: |
მარია, მილანის ჰერცოგინია ლუდოვიკო I, სავოიის ჰერცოგი მარგერიტა, ნეაპოლის დედოფალი |
მამა: | ამადეო VII, სავოიის გრაფი |
დედა: | ბონა ბერელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაამადეო დაიბადა 1383 წლის 4 სექტემბერს ქალაქ შამბერში. იგი იყო სავოიის გრაფ ამადეო VII-ისა და მისი ცოლის, წარმოშობით ფრანგი დიდებულის, ბონა ბერელის უფროსი ვაჟი. 1391 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი სავოიის გრაფი გახდა ამადეო VIII-ის სახელით. გამოჩენილი ერთგულებისათვის 1416 წელს საღვთო რომის იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა იგი ჰერცოგის რანკში აამაღლა.
ჰერცოგი და ანტიპაპი
რედაქტირებასაფრანგეთსა და ინგლისს შორის ასწლიანი ომის დასასრულს, ამადომ ისარგებლა მათი მოლაპარაკებებით და გარკვეული ტერიტორიები შემოიმტკიცა. მას შემდეგ, რაც მისი ცოლი მარი ბურგუნდიელი გარდაიცვალა, 1434 წელს მან დააარსა წმინდა მორისის სახელობის ორდენი. იგი თავის თანამოაზრე სხვა ექვს ბერთან ერთად განმარტოვებით ცხოვრობდა ჟენევის მახლობლად, რიპელის ციხესიმაგრეში. 1439 წელს იგი ტახტიდან თავისი ვაჟის სასარგებლოდ გადადგა, რათა კარდინალი გამხდარიყო.
1439 წლის ნოემბერში ბაზელ-ფერარა-ფლორენციის კოსილიუმზე ამადეო პაპ ევგენი IV-ის ოპოზიციონერ ანტიპაპად იქნა არჩეული ფელიქს V-ის სახელით. ის და მისი მომხრეები ცდილობდნენ პაპის გავლენის შემცირებასა და კათოლიკურ ეკლესიაში არსებული უზნეობის აღმოფხვრას.
1447 წელს, პაპი ევგენის გარდაცვალების შემდეგ, ბევრი მოითხოვდა მის რომის პაპად დასმას. მიუხედავად ამისა, კონკლავმა პაპად ნიკოლოზ V აირჩია, რის გამოც კინაღამ რიგით მეორე საეკლესიო სქიზმა მოხდა.1449 წელს მან აღიარა ნიკოლოზ V-ის უფლებამოსილება და დატოვა თანამდებობა. იგი გახდა უკანასკნელი ანტიპაპი ისტორიაში, თუმცა სულ რამდენიმე წელიწადში მარტინ ლუთერისა და სხვა პროტესტანტების მეთაურობით მაინც დაიწყო რეფორმაცია, რომელიც მთელ ევროპას მოედო.
გადადგომიდან ორ წელიწადში, 1451 წლის 7 იანვარს 67 წლის ამადეო გარდაიცვალა.
ოჯახი
რედაქტირებაამადეომ 1401 წლის მაისში ცოლად შეირთო ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი მეუღლის, მარგარიტა ფლანდრიელის უფროსი ქალიშვილი მარი ბურგუნდიელი, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა:
- მარგერიტა (1405-1418), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ანტონიო (1407), გარდაიცვალა ჩვილი;
- ანტონიო (1408), გარდაიცვალა ჩვილი;
- მარია (1411-1469), ცოლად გაჰყვა მილანის ჰერცოგ ფილიპო მარია ვისკონტის;
- ამადეო (1412-1431), პიემონტის პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ლუდოვიკო (1413-1465), სავოიის მეორე ჰერცოგი, ცოლად შეირთო ანა კვიპროსელი, რომელთანაც შეეძინა საფრანგეთის დედოფალი შარლოტა და მილანის ჰერცოგინია ბონა სავოიელი, აგრეთვე მომავალი ორი ჰერცოგი: ამადეო IX და ფილიპო II;
- ბონა (1415-1430), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- უგო (1415-1439), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ფილიპო (1417-1444), ჟენევას გრაფი;
- მარგერიტა (1420-1479), პირველად იქორწინა ნეაპოლის მეფე ლუი III-ზე, რომლის დაღუპვის შემდეგაც ცოლად გაჰყვა რაინის პფალცგრაფ ლუდვიგ IV-ს, მეორედ დაქვრივების შემდეგ კი მისთხოვდა ვიურტემბერგის გრაფ ულრიხ V-ს;
ლიტერატურა
რედაქტირება- Andenmatten, B.; Paravicini Bagliani, A. (ed.) (1992). Amédée VIII-Félix V, premier duc de Savoie et pape (1383-1451). Colloque international, Ripaille-Lausanne, 23-26 octobre 1990. Lausanne 1992. (in French)
- Bruchet, M. (1907). Le château de Ripaille Paris 1907. See: pp. 49–182. (in French)
- Cognasso, Francesco (1930). Amadeo VIII (1383-1451). 2 vols. Turin, 1930. (in Italian)
- Decaluwe, Michiel; Izbicki, Thomas M.; Christianson, Gerald, eds. (2017). A Companion to the Council of Basel. Brill.
- Hildesheimer, E. (1970). "Le Pape du Concile, Amédée VIII de Savoie," Annales de la Société des Lettres, Sciences et Arts des Alpes-Maritime, 61 (1969-1970), pp. 41–48. (in French)
- Kekewich, Margaret L. (2008). The Good King: René of Anjou and Fifteenth Century Europe. Palgrave Macmillan.
- Pinder, Kymberly N., ed. (2002). Race-ing Art History: Critical Readings in Race and Art History. Routledge.
- Vaughan, Richard (2005). Philip the Bold: The Formation of the Burgundian State. Boydell Press.
- Wilkins, David G.; Wilkins, Rebecca L. (1996). The Search for a Patron in the Middle Ages and the Renaissance. E. Mellen Press.