ალფრედ ჰეტნერი
ალფრედ ჰეტნერი (გერმ. Alfred Hettner; დ. 6 აგვისტო, 1859, დრეზდენი — გ. 31 აგვისტო, 1941, ჰაიდელბერგი) — გერმანელი გეოგრაფი. ქოროლოგიის სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი და მთავარი თეორეტიკოსი. ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენისა და ფრიდრიხ რატცელის მოწაფე. დიდი გავლენა მოახდინა გერმანიაში გეოგრაფიის განვითარებაზე. 1894 წლიდან ლაიფციგის, 1899-1928 წლებში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტების პროფესორი. 1882-1884 და 1888-1890 წლებში იმოგზაურა სამხრეთ ამერიკაში, 1908 წელს — ეგვიპტეში, 1912 წელს — ალჟირსა და ტუნისში, 1913-1914 წლებში სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში. აქვს გამოკვლევები ქვეყანათმცოდნეობაში, გეომორფოლოგიაში, კლიმატოლოგიაში, ადამიანის გეოგრაფიაში, გეოგრაფიული სწავლების მეთოდიკაში, გეოგრაფიის ისტორიასა და მეთოდოლოგიაში. 1895 წელს დააარსა და 40 წელს ხელმძღვანელობდა „გეოგრაფიშე ცაიტშრიფტს“ („Geographische Zeitschrift“). ჰეტნერის შრომებში იგრძნობა იდეალისტური ფილოსოფიის დიდი გავლენა. იგი გეოგრაფიას მიაკუთვნებდა სივცობრივ (ქოროლოგიურ) მეცნიერებათა რიცხვს და თვლიდა, რომ მას უნდა შეესწავლა საგნებისა და მოვლენების მხოლოდ სივრცობრივი ურთიერთკავშირი. ჰეტნერი ადამიანს განიხილავდა როგორც ბუნებრივი ლანდშაფტის კომპონენტს, უგულებელყოფდა საზოგადოების ცნებას და მისი განვითარების კანონზომიერებას. ჰეტნერის შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა სხვა ქვეყნების გეოგრაფებზე.
ალფრედ ჰეტნერი | |
---|---|
გერმ. Alfred Hettner | |
დაბ. თარიღი | 6 აგვისტო, 1859[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | დრეზდენი[1] |
გარდ. თარიღი | 31 აგვისტო, 1941[1] [2] [3] [4] [5] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | ჰაიდელბერგი[1] |
მოქალაქეობა | გერმანიის იმპერია |
საქმიანობა | გეოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი და გეომორფოლოგი |
მუშაობის ადგილი | ტიუბინგენის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სტრასბურგის უნივერსიტეტი და სტრასბურის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[1] |
მამა | Hermann Theodor Hettner |
ჯილდოები | კარლ რიტერის მედალი და კალუმის გეოგრაფიული მედალი |
თხზულებები
რედაქტირება- Die Einheit der Geographie in Wissenschaft und Unterricht, B.. 1919;
- Die Geographie. Ihre Geschichte, ihre Wesen und ihre Methoden. Breslau, 1927;
- Vergleichende Länderkunde. Bd 1—4, Lpz. — B., 1933—35;
- Gesetzmäßigkeit und Zufall in der Geographie, B., 1935;
- Allgemeine Geographie des Menschen. Bd 1—3, Stuttg., 1947—57;
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალფრედ ჰეტნერი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ალფრედ ჰეტნერი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Deutsche Nationalbibliothek Record #118704273 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 Professorenkatalog der Universität Leipzig — 2006.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.